„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1233-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 190040000.05.001.017150
1233-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
190040000.05.001.017150
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო რეზერვი არის განსაკუთრებული დანიშნულების მატერიალურ ფასეულობათა ხელუხლებელი მარაგი, რომელიც მიზნობრივად გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება  „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს დეპარტამენტი.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა გადაზიდვის უზრუნველყოფა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით − სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო რეზერვიდან გაცემულ მატერიალურ ფასეულობებს სატრანსპორტო საწარმოები და ორგანიზაციები გადაზიდავენ დაუყოვნებლივ, ღირებულების წინასწარ გადახდის გარეშე.“.

მუხლი 2. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1233-Iს