საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13/2012
09/03/2012
ვებგვერდი, 12/03/2012
010340000.15.008.016031
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2012 - 15/05/2012)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 13/2012

2012 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-14 მუხლის პირველი პუნქტის �� ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება�.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის� დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილება.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი ���� გ. მჭედლიძე

დანართი

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. რეგულირების სფერო

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება (შემდგომში � დებულება) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ტ� ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების (შემდგომში � სერტიფიცირება) ჩატარების, სერტიფიკატის გაცემისა და აღდგენის წესს.

��� მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.

��� მუხლი 3. სერტიფიცირების ჩატარების წესი და ვადები

1. სერტიფიცირების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში � სწავლების ცენტრი) ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

2. სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში � ცესკო) განკარგულებით.

3. ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ და საგამოცდო ტესტები (პასუხებით) ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ( www.cec.gov.ge ; www.electionreforms.ge ).

��� მუხლი 4. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს.

თავი II

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია

��� მუხლი 5. რეგისტრაციის ფორმა და ვადა

1. სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

2. ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია ითვალისწინებს სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის შევსებას. ივსება განაცხადის შემდეგი ველები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით);

გ) დაბადების თარიღი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში � ფაქტობრივი მისამართი);

ე) სქესი;

ვ) საკონტაქტო ინფორმაცია � ტელეფონი, ელ-ფოსტა (არასავალდებულო ველი).

3. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციას ახორციელებს სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნო მე-6 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესით ან უშუალოდ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (დისტანციური რეგისტრაცია) მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია იწყება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მე-2 სამუშაო დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ რეგისტრაცია აღარ ხორციელდება.

��� მუხლი 6. სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნო

1. სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით, სწავლების ცენტრის თანამშრომელთაგან იქმნება სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნო (შემდგომში � სამდივნო).

2. სამდივნოს უფლებამოსილების ვადა წყდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებისთანავე.

3. სამდივნოს ხელმძღვანელობს მისი შემადგენლობიდან სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.

4. სამდივნოს ფუნქციებია ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად:

ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია;

ბ) სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით გამოცდის დღეს გამოსაცდელთა იდენტიფიცირება;

გ) საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სასერტიფიკაციო გამოცდაზე დამკვირვებლების აკრედიტაცია;

დ) სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ე) სხვა ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება.

5. სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაციის მიზნით სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი არ გატარდება რეგისტრაციაში.

6. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის დასარეგისტრირებლად სამდივნო წარმოდგენილი საბუთის საფუძველზე უზრუნველყოფს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის შევსებას.

7. სამდივნოში რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ გამოცდის ჩაბარების მსურველს ადგილზე ეძლევა სარეგისტრაციო ბარათი მისი რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით.

��� მუხლი 7. დისტანციური რეგისტრაცია

1. დისტანციური რეგისტრაცია ითვალისწინებს უშუალოდ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის შევსებას.

2. შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას (სარეგისტრაციო ბარათს) მისი რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით.

თავი III

სასერტიფიკაციო გამოცდა

��� მუხლი 8. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მეთოდი

1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ერთ ტურად. განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით გამოსაცდელთა მიღება შეიძლება მოხდეს ნაკადებად.

2. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

3. საგამოცდო ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი. ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საგამოცდო ტესტებს, რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის �გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტებისა, რომლებიც ცესკოს განკარგულებით მტკიცდება ნიმუშის სახით (გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები, ტექსტური ნაწილი უცვლელია).

4. საგამოცდო ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.

5. საგამოცდო ტესტების შერჩევა ხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

ა) საქართველოს კონსტიტუციიდან � 6 კითხვას;

ბ) საქართველოს ორგანული კანონიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსი� � 17 კითხვას;

გ) ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) � 5 კითხვას;

დ) ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) � 2 კითხვას.

��� მუხლი 9. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადება და გამოცდაზე დაშვება

1. გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით.

2. გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან.

3. გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აღნიშნული საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი არ დაიშვება გამოცდაზე.

4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით სამდივნოს წევრი უზრუნველყოფს გამოსაცდელის:

ა) იდენტიფიცირებას წარმოდგენილი საბუთისა და ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე;

ბ) ფოტოსურათის გადაღებას;

გ) ხელმოწერის დაფიქსირებას სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით.

5. იდენტიფიცირების პროცედურის დასრულების შემდეგ სამდივნოს წევრს გამოსაცდელი შეჰყავს საგამოცდო ოთახში და უთითებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.

��� მუხლი 10. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე

1. გამოცდის დაწყებამდე გამოსაცდელებს განემარტებათ ელექტრონული პროგრამის მოხმარების წესი, ტესტების ამოხსნის მეთოდიკა და გამოცდების ჩატარების სხვა წესები.

2. გამოცდების ჩატარების წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან, რის შესახებაც დგება ოქმი. გამოსაცდელის ნამუშევარი შეფასდება უარყოფითად.

3. დარღვევის შესახებ ოქმში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამრღვევის სახელი, გვარი;

ბ) დარღვევის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) დარღვევის აღმომჩენის/აღმომჩენთა ხელმოწერა/ხელმოწერები;

ე) დამრღვევის ხელმოწერა (თუ დამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმის შემდგენი პირის მიერ დგება სპეციალური აღნიშვნა).

��� მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის პროცესი

1. გამოცდის დასაწყებად ელექტრონულ პროგრამაში ავტორიზაციისათვის გამოსაცდელს კომპიუტერში შეჰყავს პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით.

2. პროგრამაში ავტორიზაციის შემდეგ პროგრამა ავტომატურად შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აგენერირებს იმ კითხვებს, რომლებზეც გამოსაცდელმა უნდა გასცეს პასუხი.

3. გამოსაცდელმა სენსორულ მონიტორზე გამოტანილი საგამოცდო ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი.

4. სასერტიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ საათს. პროგრამა ავტომატურად აკონტროლებს გამოცდის დროს, ჩართულია დროის უკუათვლა.

5. გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება საგამოცდო დარბაზის დატოვება. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

��� მუხლი 12. დამხმარე მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების აკრძალვა

1. სასერტიფიკაციო გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება:

ა) ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება;

ბ) ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათავლისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. გამოსაცდელს მოთხოვნისამებრ შეიძლება გადაეცეს საწერი თაბახის ფურცელი და კალამი.

��� მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები

1. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება � 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი � 0 ქულით.

2. მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტებზე გაცემული სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობა.

3. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

��� მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება

1. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში გამოსაცდელს მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემა ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ნამუშევარი.

2. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში და წესით.

თავი IV

სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა

��� მუხლი 15. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა

1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სამდივნოს, რომელიც გასცემს შესაბამის სააკრედიტაციო მოწმობებს.

3. აკრედიტაცია იწყება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მე-2 სამუშაო დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აკრედიტაცია აღარ ხორციელდება.

4. აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით გამოცდის ჩატარებამდე 2 სამუშაო დღით ადრე შეიძლება ჩატარდეს წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.

5. საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა. ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ.

6. გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვირვებელმა უნდა მიმართოს სამდივნოს წარმომადგენელს შესაბამისი რეაგირებისათვის.

7. დამკვირვებელს ეკრძალება საგამოცდო პროცესში ჩარევა. გამოცდის ჩატარების წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვირვებელი დათხოვნილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან, რის შესახებაც დგება ოქმი მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

��� მუხლი 16. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლება

1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, სწავლების ცენტრის თანამშრომლები, აკრედიტირებული დამკვირვებლები და ცესკოს წევრები.

2. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლების მქონე პირები (გარდა გამოსაცდელებისა) უნდა ატარებდნენ შესაბამის სამკერდე მოწმობებს.

თავი V

სერტიფიკატი

��� მუხლი 17. სერტიფიკატის ფორმა და მოქმედების ვადა

1. სერტიფიკატის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

3. თუ სერტიფიკატის მფლობელი დაიწყებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, სწავლების ცენტრში ან საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორად ან/და ტრენერად, მისი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მას ენიჭება უფლება, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

გ) ცნობა სამუშაო ადგილის/საქმიანობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაგრძელდება 5 წლის ვადით და განმცხადებელზე გაიცემა სერტიფიკატი გაგრძელებული ვადის მითითებით.

��� მუხლი 18. სერტიფიკატის აღდგენის წესი

1. დაკარგული სერტიფიკატის აღდგენის მიზნით დაინტერესებულმა პირმა სწავლების ცენტრში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება აღდგენის შესახებ;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

2. დაკარგული სერტიფიკატის აღდგენა ხდება სწავლების ცენტრის ელექტრონულ ბაზაში ასახული მონაცემების საფუძველზე.

3. დაკარგული სერტიფიკატის აღდგენა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული სერტიფიკატის გაცემის ფაქტი;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის მომენტისათვის სერტიფიკატის მოქმედების ვადა გასულია.

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

��� მუხლი 19. დასკვნითი დებულება

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცესკოს დადგენილებით.

12. 22/03/2024 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 8/2024 - ვებგვერდი, 22/03/2024 11. 21/11/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 58/2023 - ვებგვერდი, 22/11/2023 10. 02/08/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 46/2023 - ვებგვერდი, 03/08/2023 9. 21/03/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 31/2023 - ვებგვერდი, 21/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 17/07/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 12/2020 - ვებგვერდი, 17/07/2020 7. 19/09/2019 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 35/2019 - ვებგვერდი, 20/09/2019 6. 14/03/2018 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 18/2018 - ვებგვერდი, 14/03/2018 5. 08/08/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 25/2017 - ვებგვერდი, 09/08/2017 4. 26/12/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 74/2016 - ვებგვერდი, 26/12/2016 3. 19/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 10/2016 - ვებგვერდი, 20/01/2016 2. 11/02/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 3/2014 - ვებგვერდი, 12/02/2014 1. 15/05/2012 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 19/2012 - ვებგვერდი, 16/05/2012