„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016339
25/2017
08/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
010340000.15.008.016339
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2017

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისთვის აუცილებელი კომპიუტერული პროგრამებისა და ტექნიკის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი