„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016313
74/2016
26/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
010340000.15.008.016313
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №74/2016

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სერტიფიცირების ჩატარების წესი და ვადები

1. სერტიფიცირების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული  პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისთვის აუცილებელი კომპიუტერული პროგრამებისა და ტექნიკის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში - ცესკო) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

3. სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.

4. ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ და საგამოცდო ტესტები (პასუხებით) ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge).“.

2. დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი