საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016037
  • Word
19/2012
15/05/2012
ვებგვერდი, 16/05/2012
010340000.15.008.016037
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 19/2012

2012 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 30- ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77- ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1 . საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13 /2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 12 /03 /2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში ან ამ პუნქტში ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ორგანოებში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 წლის ვადაში არ დაიწყებს საქმიანობას:

ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მის აპარატში;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და მის აპარატში;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიაში;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორად ან/და ტრენერად.” .

2. დებულების მე-17 მუხლს დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში , სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია სერტიფიკატის შეცვლის მიზნით მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება სერტიფიკატის შეცვლის მოთხოვნით;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა.

32. ახლად გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა) შესაცვლელი სერტიფიკატის ვადის ამოწურვიდან 5 წლის ვადით, თუ პირი ეწევა შრომით ურთიერთობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 5 წლის ვადით.” .

3. დებულების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე              . ხარატიშვილი

კომისიის მდივანი              . მჭედლიძე