„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016393
18/2018
14/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010240060.15.008.016393
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2018

2018 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის თანხმობა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „გ”, „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში.”;

2. მე-13 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„4) სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სწავლების ცენტრი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე ამუშავებს და გასცემს სერტიფიკატის მფლობელის პერსონალურ მონაცემებს, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში.

5) სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი თანხმობა სწავლების ცენტრის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი