დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 11/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016784 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი - www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ტესტები (პასუხებით) ასევე ითარგმნება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. თარგმნილი საგამოცდო ტესტები მოწმდება ნოტარიული წესით ან ითარგმნება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოში. თარგმნილი ორენოვანი ტესტები ასევე ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე და უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას. 6. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ტესტებისა და თარგმნილი ტესტების რედაქციებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება დამტკიცებული ტესტების რედაქციებს. გამოცდის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, საჩივრის განხილვა წარმოებს ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ტესტების რედაქციის საფუძველზე.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები