„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016700
46/2023
02/08/2023
ვებგვერდი, 03/08/2023
010340000.15.008.016700
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №46/2023

2023 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოსაცდელმა მონიტორზე გამოტანილი საგამოცდო ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი