დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მუზეუმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 990 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 11/07/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.090.060.05.001.000.956 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (11/07/2001 - 25/09/2013)
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა მუზეუმების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა მუზეუმების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ კანონისაგან, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისაგან.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და საქართველოს სამუზეუმო ფონდის დაცვა.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამუზეუმო საქმიანობისა და მუზეუმებით სარგებლობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
ბ) სამუზეუმო საქმიანობაში სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს მუზეუმების სისტემის მართვისა და დაფინანსების პრინციპების განსაზღვრა;
დ) მუზეუმების კატეგორიების განსაზღვრა;
ე) სამუზეუმო საქმიანობაში არასახელმწიფო სექტორის ლეგიტიმაცია;
ვ) სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებზე, განურჩევლად მათი კუთვნილებისა.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუზეუმი – კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია;
ბ) ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები;
გ) საბუნებისმეტყველო მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ბუნების მოვლენების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების ამსახველი მასალები, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან დაკავშირებული მასალები;
დ) მემორიალური მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები;
ე) ხელოვნების მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ამსახველი მასალები;
ვ) ლიტერატურული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის ამსახველი მასალები;
ზ) მუზეუმის ფონდი – მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა;
თ) სამუზეუმო ნივთი – მუზეუმის ფონდში დაცული კულტურული ფასეულობა, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, კულტურის უძრავი ძეგლის ფრაგმენტული ნაწილი ან კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ანტიკვარული საგანი;
ი) სამუზეუმო ექსპონატი – დადგენილი წესით აღრიცხული სამუზეუმო ნივთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი;
კ) სამუზეუმო კოლექცია – რაიმე საერთო ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს მუზეუმის ფონდის ნაწილს;
ლ) სამუზეუმო საქმიანობა – მუზეუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საფინანსო-ეკონომიკური, შეგროვებითი, საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობა;
მ) საქართველოს მუზეუმების სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ერთობლიობა;
ნ) საქართველოს სამუზეუმო ფონდი – საქართველოს მუზეუმებში დაცული ფონდების ერთობლიობა;
ო) საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილი – სახელმწიფო და ადგილობრივ მუზეუმებში აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა;
პ) საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილი – არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმების საკუთრებაში არსებული, აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა;
ჟ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი – დადგენილი წესით შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მონაცემები თითოეულ სამუზეუმო ექსპონატსა და კოლექციაზე;
რ) სამუზეუმო ექსპოზიცია – გარკვეული სისტემით ექსპონირებული მუზეუმის ფონდის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია დამთვალიერებლისათვის.
თავი II სამუზეუმო საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 5. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება
1. სამუზეუმო საქმიანობისა და მუზეუმების უფლებების დაცვის გარანტი, განურჩევლად მათი კუთვნილებისა, არის სახელმწიფო.
2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო (შემდგომში – საბჭო), საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
თავისი მნიშვნელობისა და სამოღვაწეო არეალის მიხედვით მუზეუმები, განურჩევლად მათი კუთვნილებისა, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) სახელმწიფო (ეროვნული);
ბ) ადგილობრივი.
მუხლი 7. მუზეუმისათვის კატეგორიის მინიჭება
1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუზეუმი თავისი საქმიანობის მიმართულებით შეიძლება იყოს:
ა) ისტორიული;
ბ) საბუნებისმეტყველო;
გ) მემორიალური;
დ) ხელოვნების;
ე) ლიტერატურული.
მუხლი 9. მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები
1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმები ფუძნდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 10. მუზეუმის რეგისტრაცია და მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა
1. მუზეუმი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისად იურიდიული პირის სტატუსს იძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირების მომენტიდან.
2. საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს საქართველოს კულტურის სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.
3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებს.
მუხლი 11. მუზეუმის შექმნისათვის (დაფუძნებისათვის) საჭირო პირობები
1. სახელმწიფო მუზეუმის შექმნისათვის (დაფუძნებისათვის) აუცილებელია ფართობი, მუზეუმში დაცული ექსპონატების შესანახად ვარგისი შენობა, სამუზეუმო ექსპოზიციისა და საქმიანობისათვის საჭირო სახსრები.
2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) წერილობით აცნობებს საქართველოს კულტურის სამინისტროს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას.
მუხლი 12. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია
1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. რეორგანიზაციით სახელმწიფო მუზეუმისთვის საქმიანობის მიმართულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
3. არასახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ლიკვიდაცია
1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ფონდი გადაეცემა მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმს.
3. ლიკვიდირებული ადგილობრივი მუზეუმის ფონდი გადაეცემა ადგილობრივ ან სახელმწიფო მუზეუმს.
4. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ქონება, გარდა მისი ფონდისა, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. არასახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ლიკვიდირებული არასახელმწიფო მუზეუმის გასაყიდად გამოტანილ ფასეულობათა შესყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობენ სახელმწიფო მუზეუმები.
მუხლი 14. სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში
1. საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სამუზეუმო საქმიანობის მართვას.
2. საქართველოს კულტურის სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია სამუზეუმო საქმიანობის მართვაში;
გ) სახელმწიფო მუზეუმების დაფინანსება დადგენილი წესით;
დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;
ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) მუზეუმის ფონდის მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;
ზ) საქართველოს კულტურისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო–კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დაფინანსება დადგენილი წესით;
თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისათვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო კონვენციების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების კონტროლი;
კ) სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;
ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
3. სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტრო დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.
4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.
5. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები:
ა) აფინანსებენ და აკონტროლებენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებს;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმების დირექტორებს;
გ) კოორდინაციას უწევენ მათ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების საქმიანობას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს.
1. მუზეუმში ექსპონირებული ნივთებისა და კოლექციების სანახავად დაიშვება ყველა მოქალაქე.
2. მუზეუმის ექსპოზიცია ღია უნდა იყოს ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისათვის მოსახერხებელ საათებში.
3. მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მუზეუმის დებულებით (წესდებით).
4. მუზეუმის მესაკუთრეს ან მფლობელს უფლება აქვს შეზღუდოს მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებთან დაშვება მათი დაცულობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის, რესტავრაციის ან საცავებში (დეპოზიტარიუმებში) მოთავსების გამო.
თავი III სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლება-მოვალეობები
მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები
1. სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს:
ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია;
ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობის და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;
გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა.
2. არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს:
ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება;
ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით;
გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით;
დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
მუხლი 18. სახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები
სახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა:
ბ) მუზეუმის ფონდის აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
გ) სამუზეუმო ექსპონატების პუბლიკაცია;
დ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) სამუზეუმო ექსპოზიციების და მუზეუმის ფონდების ბაზაზე მასობრივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება.
მუხლი 19. არასახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები
1. არასახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა;
ბ) უზრუნველყოს სამუზეუმო ექსპონატებთან სამუზეუმო საქმის სპეციალისტების დაშვება მათი მდგომარეობის შემოწმების მიზნით;
გ) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოადგინოს სრული ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატის შესახებ;
დ) დადგენილ ვადებში აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისება;
ე) უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
2. მუზეუმის ფონდში შეტანილი ექსპონატის გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ექსპონატის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ჰქონდა ექსპონატის მესაკუთრეს.
თავი IV სამუზეუმო ექსპონატის დაცვის უზრუნველყოფა
მუხლი 20. სამუზეუმო ექსპონატის დაცვა
1. სამუზეუმო ექსპონატის დაცვა ხორციელდება „საქართველოს სამუზეუმო ფონდის აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
2. სამუზეუმო ექსპონატი უნდა ინახებოდეს და გამოიფინებოდეს სათანადოდ აღჭურვილ შენობაში, სამუზეუმო საცავში ტემპერატურის, ტენიანობის თუ სხვა აუცილებელი რეჟიმის დაცვით.
მუხლი 21. სამუზეუმო ექსპონატების რესტავრაცია
1. სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია ხორციელდება იმ მუზეუმში, რომელშიც არსებობს სარესტავრაციო განყოფილება, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ სპეციალურ სარესტავრაციო ცენტრებში.
2. სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაციის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე რესტავრატორებს.
მუხლი 22. სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვა
1. სამუზეუმო ექსპონატი აღირიცხება დადგენილი წესით.
2. სამუზეუმო ექსპონატი არ ექვემდებარება საბუღალტრო აღრიცხვას.
3. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციაა:
ა) ძირითად შემოსულობათა საინვენტარო წიგნი;
ბ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი;
გ) სამეცნიერო-დამხმარე წიგნი;
დ) დროებით შემოსულობათა საინვენტარო წიგნი;
ე) ძვირფასეულობის შემცველი სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვის სპეციალური წიგნი;
ვ) სამუზეუმო ექსპონატის მიღება-ჩაბარების აქტი;
ზ) სამუზეუმო ექსპონატის სამეცნიერო პასპორტი.
4. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
5. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის განადგურება ან გაყალბება ისჯება კანონით.
6. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარდა მუზეუმში არსებობს დამატებით სამუშაოთა დოკუმენტაცია, მათ შორის:
ა) სამუზეუმო ნივთის შესყიდვის დეტალური აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ) სამეცნიერო მასალა – კატალოგები, ბიბლიოგრაფია, სამეცნიერო-კვლევითი მასალა და სხვა;
გ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია სამუზეუმო სამუშაოთა წარმართვის შესახებ.
თავი V საქართველოს სამუზეუმო ფონდი
მუხლი 23. საქართველოს სამუზეუმო ფონდი
1. საქართველოს სამუზეუმო ფონდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
2. საქართველოს სამუზეუმო ფონდზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ამ კანონით.
1. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვას (სახელმწიფო რეესტრში შეტანას), განურჩევლად მათი საკუთრებისა.
2. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი.
3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს საქართველოს კულტურის სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
4. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.
5. სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდში ჩარიცხულად ითვლება საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე.
6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
7. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილ ნივთთან და კოლექციასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში.
მუხლი 25. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი ნივთის საზღვარგარეთ გატანა და საქართველოში შემოტანა
საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი ნივთის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის წესს არეგულირებს საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“.
მუხლი 26. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გასხვისება
1. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილში შესული სამუზეუმო ნივთი და კოლექცია გასხვისებას არ ექვემდებარება.
2. დასაშვებია სახელმწიფო მუზეუმებს შორის სამუზეუმო ექსპონატების გაცვლა მუზეუმის ფონდის შევსების მიზნით.
3. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია.
4. საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილში ჩარიცხული სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის ყიდვა-გაყიდვისას, ანდერძით გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ნივთისა და კოლექციის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას. ასეთი სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია, თუ იგი სახელმწიფოს მიერ შეტანილია დაცვით სიებსა და საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში, საქართველოდან გატანას არ ექვემდებარება.
5. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო მუზეუმს აქვს შესყიდვის უპირატესი უფლება.
1. მუზეუმის ქონებას შეადგენს მუზეუმში დაცული ექსპონატები, მისი შენობები და სხვა უძრავი ობიექტები, მიწის ნაკვეთი, მოძრავი ქონება და ფინანსური რესურსები.
2. სახელმწიფო მუზეუმი სარგებლობს და მართავს თავის კუთვნილ უძრავ ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო მუზეუმის გასახლება მის მიერ დაკავებული შენობიდან აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას სთავაზობენ საქმიანობისათვის უკეთეს შენობას.
4. არასახელმწიფო მუზეუმის ქონებით (გარდა სამუზეუმო ექსპონატებისა) სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 28. მუზეუმის დაფინანსება
1. მუზეუმი ფინანსდება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) მუზეუმის მესაკუთრის სახსრებიდან;
გ) სპეციალურად შექმნილი ფონდებიდან;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებისა და პროგრამების გრანტებიდან;
ე) შემოწირულობებიდან;
ვ) უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული სახსრებიდან;
ზ) ყველა იმ შემოსავლიდან, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. სახელმწიფო მუზეუმი, მისი კატეგორიის შესაბამისად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები ადგილობრივი მუზეუმის დასაფინანსებლად.
3. სამუზეუმო საქმიანობაში საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 29. სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების დაზღვევა
სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII პასუხისმგებლობა სამუზეუმო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 30. პასუხისმგებლობა სამუზეუმო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა სამუზეუმო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VIII საქართველოს მუზეუმების უფლებამოსილებანი საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში
მუხლი 31. საქართველოს მუზეუმების უფლებამოსილებანი საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში
1. საქართველოს მუზეუმები უფლებამოსილნი არიან გაწევრიანდნენ საერთაშორისო სამუზეუმო ორგანიზაციებში, ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის მუზეუმებთან და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამუზეუმო პროგრამებში.
2. საქართველოს მუზეუმების საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონის და ამ მუზეუმების დებულებების (წესდებების) შესაბამისად.
თავი IX გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 32. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს საქართველოს კულტურის მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
ა) „სახელმწიფო (ეროვნული) მუზეუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ) „ადგილობრივი მუზეუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
გ) „არასახელმწიფო მუზეუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;“
დ) „საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ე) „საქართველოს სამუზეუმო ფონდის აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
ვ) „საქართველოს სამუზეუმო ფონდის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 33. სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი მუზეუმების რეორგანიზაცია
სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი მუზეუმები 2002 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.
ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 22 ივნისი.
№990-IIს
დოკუმენტის კომენტარები