„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2293-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 450090060.05.001.020753
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2293-IXმს-Xმპ
14/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
450090060.05.001.020753
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სამხედრო მუზეუმი − ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.“.

[ 2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.“.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.“.

4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამხედრო.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) სამინისტროს, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო ორგანოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით აცნობებს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის რეორგანიზაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის ლიკვიდაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. მე-14 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას.

2. სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;

ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;

დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;

ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;

ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;

თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;

ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;

ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.

3. სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.

4. სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.“.

9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2022 წ.

N2293-IXმს-Xმპ