კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-19, 22-ე, 24-ე 32-ე მუხლებში სიტყვები „საქართველოს კულტურის სამინისტრო" შესაცვლელია სიტყვებით “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“ ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. “მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-15 მუხლში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.