„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6910-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 450090060.05.001.020056
6910-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
450090060.05.001.020056
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ მართვაში არსებულ მუზეუმებს.“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. მუნიციპალიტეტის უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

მუნიციპალიტეტი აფინანსებს და აკონტროლებს მის მართვაში არსებულ მუზეუმებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

6. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6910-რს