„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3045-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 450090060.05.001.018921
3045-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
450090060.05.001.018921
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 7. მუზეუმისათვის კატეგორიის მინიჭება

1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები

1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არასახელმწიფო მუზეუმს და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმს აფუძნებს ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.“.

5.  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილობით აცნობებს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. მე-14 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამუზეუმო საქმიანობის მართვას.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;

ბ) სამუზეუმო საქმიანობის მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;

დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;

ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) მუზეუმის ფონდის მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;

ზ) საქართველოს კულტურისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;

თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისათვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;

ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო კონვენციების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების კონტროლი;

კ) სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;

ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.

3. სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.“.

9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობის და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;“.

10.  მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დადგენილ ვადებში აცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისების შესახებ;“.

11. 22-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“;

ბ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია სამუზეუმო სამუშაოთა წარმართვის შესახებ.“.

12. 24-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

4. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოირიცხება დადგენილი წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3045-რს