სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4522-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413019, 13/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 240060000.05.001.016271
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4522-Iს
08/04/2011
ვებგვერდი, 110413019, 13/04/2011
240060000.05.001.016271
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2011 - 02/03/2012)

საქართველოს კანონი

სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ

    მუხლი 1. სააქციო საზოგადოება − საპარტნიორო ფონდი

1. სააქციო საზოგადოება − საპარტნიორო ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება.

2. ფონდი შექმნილია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.

3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, ფონდის წესდებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. ფონდის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

5. ფონდის მიზნებია:

ა) სამუშაო ადგილების შექმნა;

ბ) ინვესტიციების მოზიდვა;

გ) შეფერხებული პროექტის დასრულებისათვის ხელის შეწყობა;

დ) განხორციელებული პროექტის განკარგვა.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №509 9 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები

1. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსების  (კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას) შემთხვევაში, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას;

ბ) პროექტის დაფინანსება კონკურენტული შერჩევის წესით.

2. ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში − მინიმუმ 30 მილიონი ლარი.

3. პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10% - ის ოდენობით.

4. ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №509 9 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 3. ფონდის სახსრები და დაფინანსების წყარო

1. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ.

2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები და გრანტები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

ბ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის, წილების და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი);

გ) კერძო სექტორის თანადაფინანსებით მოზიდული სახსრები;

დ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

3. ფონდს უფლება აქვს, თავის მიერ მოზიდული სახსრებით პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მოგება მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №509 9 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

    მუხლი 4. პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმა

1. პროექტის განხორციელების შემდეგ ფონდი ახდენს თავისი წილის არანაკლებ 25%-ის განკარგვას.

2. წილის გასხვისების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. პარტნიორულ უფლება-მოვალეობათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი პირის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, მათ შორის, ახალი პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, − ფონდის სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 5. ფონდის მმართველობის სტრუქტურა

1. ფონდის მმართველობითი ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.

2. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.

    მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისაგან.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

4. სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ.

5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგს.

    მუხლი 7. აღმასრულებელი ორგანო

1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციაა დამტკიცებული პროექტის მართვა.

2. პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.

3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავისი წევრების რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.

4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.

    მუხლი 8. საინვესტიციო საბჭო

1. საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა.

2. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისაგან და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

3. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

    მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

    მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია

ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4 522 I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5099 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

2. საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.