დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5099-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111021013, 21/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240060000.05.001.016440 |
საქართველოს კანონი
„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/04/2011, 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, ფონდის წესდებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები და გრანტები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;
ბ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის, წილების და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი);
გ) კერძო სექტორის თანადაფინანსებით მოზიდული სახსრები;
დ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 ოქტომბერი.
№5099–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები