„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1256-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 240060000.05.001.017095
1256-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 01/10/2013
240060000.05.001.017095
„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია ყოველ წელს გამოაქვეყნოს წლიური აუდიტური ფინანსური ანგარიშგების ფორმა.“.

მუხლი  2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1256-Iს