დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ

  • Word
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3-14
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110224011, 02/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.156.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3-14
23/02/2011
ვებგვერდი, 110224011, 02/03/2011
020080000.35.156.016044
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/03/2011 - 25/03/2011)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება3-14

201 1 წლის 23 თებერვალი

. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ

  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების თანახმად , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 60-ის პირველი ნაწილი, 1191, 125-ის მე-8 ნაწილი, 135,1351, 145, 1461, 148, 150, 1501, 151,152, 1522,1534, 159,1591 მუხლები.

2. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).

3. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2).

4. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).

5. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).

6. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).

7 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს საკრებულოს თავმჯდომრის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლაბამოსილ პირს.

8. ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს მიწათსარგებლობის საკითხებში.

9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148,150, 1501,152 და 1522,145, 151, 1534,159, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს მთავარ არქიტექტორს.

10. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის , 1191, 135, 1351,1461 მუხლებით და 125-ის მერვე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს კომუნალური მეურნეობის საკითხებში.

11. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიებს.

12. დადგენილება ალაშია გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმ დომარე                                           ბ. მგელაძე

 

 

                                                                                                                                                      დანართი №1

                  

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. -------------------------------------------------- 2. -----------------------------

        შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                  შედგენის ადგილი

3. -------------------------------------- --------------------------------------------

         ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი

4. დამრღვევის: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ------- ---------- ბ) სახელი---------- -----

გ) გვარი ---------------- დ) დაბადების თარიღი --------------------- ე) სამუშაო ადგილი --------------------

ვ) პირადი №----------------------- ზ) მისამართი ----------------------------------------- -----------------

5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: ------------------ ----------- ------------------------------

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: მუხლი ------- ნაწილი --------- ქვეპუნქტი------ -

7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი -------------------------------------------- ---------------------

8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი ----------------------------------------------------

9. ოქმს თან ერთვის ------------------------------------------------------------- --------------------------

მოწმე: ----------------- ----------------------- დაზარალებული: ------------------- ------------

                          ხელმოწერა                                                                       ხელმოწერა

 

ოქმის შემდგენელი: ----------------  სამართალდამრღვევი: ------------------ -------------

                                      ხელმოწერა                                                 ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

       

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

 

დანართი №2

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი

    მუხლი 1

  ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას და შევსების წესის სამართლებრივ მექანიზმებს.

    მუხლი 2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი 1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს.

    მუხლი 3

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი 1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით .

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი და ადგილი;

 

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;

ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები .

   მუხლი 4 . ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

  მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა

  1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

   ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

   ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

 

 

დანართი №3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 

 

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი

გაცემის თარიღი

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

 

დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი N

 ქ. დმანისი                                                                                    ____ __________ ______ 201 _ წელი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი  -----------------------

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გა ცემაზე

პასუხისმგებელი პირი                                                                                     --------------------------

 

დანართი №5

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.

    მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკის მთლიან ფონზე.

5. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

    მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.

 

20. 28/03/2025 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 31/03/2025 19. 13/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 14/12/2023 18. 21/09/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 25/09/2023 17. 20/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 22/06/2023 16. 11/05/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 15/05/2023 15. 17/01/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 20/01/2023 14. 08/12/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 09/12/2022 13. 18/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 21/03/2022 12. 04/09/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 07/09/2020 11. 21/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 27/02/2020 10. 16/07/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 18/07/2018 9. 15/05/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 18/05/2018 8. 20/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 24/04/2018 7. 29/03/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 02/04/2018 6. 24/03/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 28/03/2017 5. 13/06/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 15/06/2016 4. 26/09/2014 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 02/10/2014 3. 25/06/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 28/06/2013 2. 27/02/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 02/03/2012 1. 25/03/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 4-15 - ვებგვერდი, 110328001, 31/03/2011