დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.156.016317 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2-ე პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2011წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილების მე-7, 81, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს. 81. ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 553 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს. 9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148,150, 1501,152, 1522,145, 151, 1534,159 და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს. 10. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191,1461 მუხლებით და 125-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს. 11. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები