დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.156.016092 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 27 თებერვალი
ქ. დმანისი
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების დამტკიცების შესახებ“, 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (სსმ, 02.03.2011წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის” 513, 533, 55, 552, 553, 1191, 125-ე მუხლის მერვე ნაწილი, 145, 1461 ,148, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534, 159, 1591 მუხლები“.
2. დადგენილების მეათე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191,1461 მუხლებით და 125-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს კომუნალური მეურნეობის საკითხებში’’.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები