დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.156.016444 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ,“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/09/2020, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. მე-81 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553 და 556 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს“. 2. მე-9 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771, 772, 825, 103-ე 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 150-ე-151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას“. მუხლი 2 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები