დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N30 დადგენილების „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე: | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.156.016239 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილების „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა , ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1. ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (სსმ,02/03/2011წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“. ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :“. გ) დადგენილების მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს. 8. ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 552 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს.“ . დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს.“; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 27/12/2013წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 20080160.35.156.016148). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები