„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.156.016481
14
11/05/2023
ვებგვერდი, 15/05/2023
020080000.35.156.016481
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2023 წლის 11 მაისი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს  ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის № 3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: (020080000.35.156.016044) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.1. პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებული იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466, 513, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1191, 125-ე  მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილები, 1271 მუხლის მე-5 ნაწილი, 1341, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1525 – 1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლები“.

1.2. „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებას დაემატოს 62 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„62. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე „საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ დანართი №7-ის შესაბამისად“.

1.3.„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის № 3-14 დადგენილებას დაემატოს 63 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„63. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 და 242-ე მუხლებით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დანართი №8-ის შესაბამისად“.

1.4 „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებას დაემატოს 64 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„64. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №9-ის შესაბამისად“.

1.5 „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებას დაემატოს 65 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„65. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა  დანართი №10-ის შესაბამისად“.

1.6 შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ასევე საჯარიმო ქვითრის   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს“.

1.7 შევიდეს ცვლილება დადგენილების 81 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 და 566 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს  დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს“.

1.8 შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1191, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1341, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1526-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591,1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი



 დანართი №7

საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №                                  ბ. ა.

 

 

 

 

1. შედგენის თარიღი: ______________   

2. შედგენის ადგილი: ______________   

                                   (რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ____________________________________________

 

4. დამრღვევის მონაცემები:_____________________________

                        ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);

__________________________________________________________

__________________________________________________________

იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:_______

________________________________________________________

________________________________________________________

 

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის _________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _______ ლარის ოდენობით.

7. _____________________________________________________

 მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

 

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა:

______________________________________________________

(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 

9. მიმღები მოლარე: ___________          _____________________

              (ხელმოწერა და თარიღი)         (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

მოწმის ხელმოწერა: ____ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: _____

 

 

სამართალდამრღვევი: __________________________________

   (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

 

 

ნაწილი II.

საჯარიმო ქვითრის ყუა

 

 №

 

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

 

1._________________________

(გადამხდელის სახელი და გვარი)

 

2. ________________________

(გადამხდელის მისამართი)

 

3. _______________________

(ჯარიმის ოდენობა)

 

4.1.______________________

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

 

4.2.___________________________

(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)

 

5.____________________________

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

6.____________________________

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

 

7. მიმღები მოლარე: _________

                     (ხელმოწერა)

 

8. შემომტანი: ____________

                      (ხელმოწერა)

 

 

ბ. ა.

 

 თარიღი: ________________

             (რიცხვი, თვე და წელი)

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 

 

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

დანართი №8

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 და 242-ე მუხლებით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი

1. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შემდეგაც, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე მუხლის შესაბამისად, ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №7) შედგება ორი ნაწილისგან:

ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება ამ დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარო მოხელის მიერ, ხოლო საჯარიმო ქვითრის ყუაზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება  მის შემვსებ საჯარო მოხელესთან (რომელიც შევსებიდან პირველ სამუშაო დღეს ბარდება დმანისის მუნიციპალური ინსპექციის შესაბამის საჯარო მოხელეს ან მოხელეებს შემდგომი რეაგირების მიზნით), ხოლო მეორე – გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

5. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას, დამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.

6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:

ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე;

ბ) I ნაწილის:

ბ.ა) პირველ პუნქტში აღინიშნება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ.ბ) მე-2 პუნქტში აღინიშნება: შედგენის ადგილი;

ბ.გ) მე-3 პუნქტში აღინიშნება: ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

ბ.დ) მე-4 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადი ნომერი, სახელი, გვარი და მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი (იურიდიული მისამრთი) და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;

ბ.ვ) მე-6 პუნქტში აღინიშნება: საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი მუხლი (მუხლის ნაწილი, პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა და დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) ოდენობა ეროვნულ ვალუტაში.

ბ.ზ) მე-7 პუნქტში აღინიშნება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);

ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი რეკვიზიტები: ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;

7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების, ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბართით, სადაც მიეთითება გაუქმების საფუძველი, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს.

8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არსებობს მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე შესაძლებელია ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

9. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე განმარტოს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

10. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე – საჯარო მოხელე მოცემულ ფაქტს აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ითვლება ჩაბარებულად, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის 21 ნაწილისა და ამავე კოდექსის 242-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილის შესაბამისად.

12. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა დარეგისტრირდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №9).

13. სამსახური, საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვის საფუძველი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 4. საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების წარმოებისა და შენახვის პროცედურების შესახებ

1. სამსახურის საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით მომარაგება ხორციელდება სამსახურის უფროსის მოთხოვნის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ და ფორმდება სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.

2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ.

3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში წარმოდგენილი როგორც – ჟურნალი).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ სამსახურის უფროსი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთან, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

11. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.

12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევებისა.

მუხლი 5. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ შესაბამისად.

მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა შესაძლებელია:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯრიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმის  (დანართი №10) შესაბამისად. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია უნდა აღირიცხოს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ შესაბამისად.

მუხლი 7. ჯარიმის გადახდა

1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულების მიზნით, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული კონკრეტული გამონაკლისისა, პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საურავის დარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირველადი სტრუქტურული ერთეული.

მუხლი 8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება

1. პირს, რომლის მიმართაც გამოწერილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან.

2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის  2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

მუხლი 9. ვადების ათვლა

წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

 

დანართი №9

 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 

 

 

 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემაზე პასუხისმგებელი პირი 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი 

 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის შემდგენელი პირი 

შენი-შვნა 

 

გაცემის

თარიღი 

საჯარიმო  ქვითრის – ადმინისტრა-ციული სამართალ-დარღვევის ოქმის № 

გვარი 

სახელი 

თანამდე-ბობა 

ხელმო-წერა 

გვარი 

სახელი 

თანამდე-ბობა 

ხელმო-წერა 

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრა-ციული სამართალ-დარღვევის ოქმის № 

გვარი 

სახელი 

თანამდე-ბობა 

ხელმო-წერა 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                     

 

  

 

 დანართი №10

 

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის ფორმა

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

აქტი №

----- ---------------- 20 წელი

 

გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ

 

საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი

საჯარიმო ქვითრის

რაოდენობა

საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო

ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

 

ინსპექციის  უფროსი:                                         /-------------------------/

 

 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:                         /------------------------/

 

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე 

            პასუხისმგებელი პირი:                                       /------------------------/