დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.156.016491 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: (020080000.35.156.016044) და დადგენილების: ა) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის სააღსრულებლო ფურცლის ფორმა დანართ №6-ის შესაბამისად.“; ბ) 61 პუნქტით დამტკიცებული დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №6
|
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
„ _______“ 20__ წელი ქ. დმანისი ______________________________________________________________________________________ (სამართალდამრღვევის დაჯარიმების ან/და სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ ბრძანების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი)
სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №_________________ და შედგენის თარიღი ________/________/________ (დღე) (თვე) (წელი) ბრძანების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეზოლუციო ნაწილი: ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________
არსებობის შემთხვევაში სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების №_____________________ და შედგენის თარიღი _____/______/_______ (დღე) (თვე) (წელი)
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი: ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ (კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები) ______________________________________________________________________________________ (მოვალის დასახელება და რეკვიზიტები)
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: _____/______/______ (დღე) (თვე) (წელი) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: _______________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები