სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016200
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
39
26/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
470230000.10.003.016200
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/01/2011 - 15/02/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 39

2011 წლის 26 იანვარი

. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანი­ზა­ცი­ული კოდი – 35 07 02) და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესა­ბა­მისად:

 მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო და სა­მინის­ტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღ­ჭურვის სახელმწი­ფო პროგრამა.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური

 

 

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო და სამინისტროს სის­ტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, განვი­თარება და განახლება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა სამედიცინო და სამინისტროს სის­ტე­მის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მო­დერ­ნიზაცია და განახლება.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

 1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესე­ბუ­ლე­ბათა რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციის კომპონენტი მოი­ცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტა­ცია/რე­კონ­სტრუქციის სამუშაოები;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლი­ნიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათ­ვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება;

გ) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

დ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინი­კური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

ე) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონ­სტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუშაოების სა­პროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

ვ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინი­კური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რე­აბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

ზ) სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა.

 

2. საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსი­ქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარე­კო­ნ­სტრუ­­ქ­­ციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრი­ცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და სს „ინფექ­ციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობების რეაბი­ლიტა­ცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციისათ­ვის სა­მე­დიცინო-ტექნიკურ დავალებას სსიპ – საქართველოს ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმა­ხორ­ციელებელ ცენტრს მიაწვდის საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე­­­პუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღო­ნის­ძიე­ბები ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის სა­შუ­ალე­ბით.

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამას 2011 წლის 1 აპრილამდე ახორციელებს სსიპ – „საქარ­თველოს ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის პროექ­ტების განმა­ხორციელებელი ცენტრი“, ხოლო 2011 წლის 1 აპრილიდან პროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტროს ცენტრა­ლური აპარატი.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესე­ბულე­ბათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრა­მისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 14 000 000 ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძი­ებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება

(ლარებით)

1.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის და­წესებუ­ლებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი:

13,776,782.00

 

 

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეა­ბი­ლიტაცია/რე­კონ­სტრუქ­ციის სამუშაოები;

3,500,000.0

 

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლი­ნიკური იმუნოლოგიის სამეცნი­ერო-პრაქტიკული ცენტრისათ­ვის“ შენო­ბის რე­აბილიტაცია/რეკონსტრუქციის სა­მუ­­შაო­ე­ბის თანადაფინანსება;

2,000,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუ­ნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შე­­ნობის რეაბილიტაცია/რეკონ­სტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21);

5,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრა­ლური კლინიკური საავადმყოფოს“ შენო­ბის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბი­ლიტაცია/რეკონსტრუქცია;

3,000,000.0

 ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის სა­უნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონ­სტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუ­შაოების საპროექტო-საავტორო ზედამ­ხე­დ­ველობა;

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრა­ლური კლინი­კური საავადმყოფოს“ შენო­ბის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბი­ლიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

1,860.0

ზ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის პროექტების გან­მახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამ­ზირ №144-ში მდებარე შენობის (სა­ქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სო­ციალური დაცვის სამინისტროს სის­ტე­მის დაწესებულების) დროებითი ავტო­სად­გომის მოწყობა.

264,100,0

 2.

საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

223,218.0

 

 

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარე­აბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაო­ებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

223,218.0

 

 

სულ:

14,000,000,0

 

9. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 452 - ვებგვერდი, 111206025, 06/12/2011 8. 04/08/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 307 - ვებგვერდი, 110809022, 09/08/2011 7. 12/07/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 271 - ვებგვერდი, 110714006, 14/07/2011 6. 01/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 225 - ვებგვერდი, 110603012, 03/06/2011 5. 13/05/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - ვებგვერდი, 110518003, 18/05/2011 4. 21/04/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 180 - ვებგვერდი, 110427005, 27/04/2011 3. 31/03/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 155 - ვებგვერდი, 110404026, 05/04/2011 2. 16/03/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 128 - ვებგვერდი, 110318006, 18/03/2011 1. 15/02/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 76 - ვებგვერდი, 210211, 21/02/2011