"სამედიცინო და სამინისტროს სისიტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამედიცინო და სამინისტროს სისიტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110603012, 03/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016385
  • Word
225
01/06/2011
ვებგვერდი, 110603012, 03/06/2011
470230000.10.003.016385
"სამედიცინო და სამინისტროს სისიტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 225

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის      2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებით (სსმ, ვებპორტალი, 31/01/2011) დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“:

1. მე‑3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების მიმდებარე ტერიტორიების (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოები;

ი) ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობებისათვის ალტერნატიული კვების წყაროს – დიზელ-გენერატორების შესყიდვა.“.

2. მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ პროგრამის მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, მე‑2 პუნქტისა და მე‑3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა  30 900 000 ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებით)

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი

28,374,782.00

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

11,445,000.0

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება

968,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

9,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. 1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

6,000,000.0

ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. 1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა

1,860.0

ზ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ 144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა

264,100.0

თ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების მიმდებარე ტერიტორიების (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოები

510,000.0

ი)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები

175,000.0

2

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

823,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა

480,000.0

დ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების გარე ინფრასტრუქტურისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

100,000.0

3

აღჭურვის კომპონენტი

1,562,000.0

ა)

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა

100,000.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა

700,000.0

გ)

რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გათვალისწინებული კლინიკური კორპუსისა და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაქტერიოსკოპული ლაბორატორიული კორპუსის ავეჯითა და ტექნოლოგიური ინვენტარით აღჭურვა

292,000.0

დ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობებისათვის ალტერნატიული კვების წყაროს – დიზელ-გენერატორების შესყიდვა

470,000.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

140,000.0

 

სულ:

30,900,000.0.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      . გილაური