დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111206025, 06/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016612 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №452
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 31/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე‑3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი“:
„ე) პათოლოგიური ლაბორატორიის მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
3. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 39 560 600 ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება (ლარებით) |
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 36.985.382,00 |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 11.345.000,0 |
| ბ) | სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება | 397.100,0 |
| გ) | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია | 13.113.700,0 |
| დ) | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია | 10.546.900,0 |
| ე) | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა | 10.822,0 |
| ვ) | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა | 1.860,0 |
| ზ) | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მშენებლობა | 785.000,0 |
| თ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების მიმდებარე ტერიტორიების (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოები | 610.000,0 |
| ი) | ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები | 175.000,0 |
| 2 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 873.218,0 |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 223.218,0 |
| ბ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა | 20.000,0 |
| გ) | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა | 480.000,0 |
| დ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების გარე ინფრასტრუქტურისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 100.000,0 |
| ე) | პათოლოგიური ლაბორატორიის მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 50.000,0 |
| 3 | აღჭურვის კომპონენტი | 1.562.000,0 |
| ა) | შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა | 100.000,0 |
| ბ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა | 700.000,0 |
| გ) | რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გათვალისწინებული კლინიკური კორპუსისა და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაქტერიოსკოპული ლაბორატორიული კორპუსის ავეჯითა და ტექნოლოგიური ინვენტარით აღჭურვა | 292.000,0 |
| დ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობებისათვის ალტერნატიული კვების წყარო – დიზელგენერატორების შესყიდვა | 470.000,0 |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 140.000,0 |
|
| სულ: | 39.560.600,0.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები