„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809022, 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016467
  • Word
307
04/08/2011
ვებგვერდი, 110809022, 09/08/2011
470230000.10.003.016467
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 307

2011 წლის 4 აგვისტო

. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო და სამი­ნისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 31/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტ­კიცე­ბული „სამედიცინო და სამინი­სტროს სისტემის დაწესებულებათა რეა­ბი­ლიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“:

1.  მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებუ­ლების) ავ­ტოსა­დგო­მის მშენებლობა.“.

2.  მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეა­ბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმ­წიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 39 560 600 ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძი­ებების მიხე­დვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებით)

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი

37,035,382.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

11,345,000.0

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება

447,100.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

13,113,700.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

10,546,900.0

ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა

1,860.0

ზ)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მშენებლობა

785,000.0

თ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების მიმდებარე ტერიტორიების (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოები

610,000.0

ი)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები

175,000.0

2

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

823,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა

480,000.0

დ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების გარე ინფრასტრუქტურისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

100,000.0

3

აღჭურვის კომპონენტი

1,562,000.0

ა)

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა

100,000.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა

700,000.0

გ)

რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გათვალისწინებული კლინიკური კორპუსისა და სს „ტუბერ­კულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაქტერიოსკოპული ლაბორატორიული კორპუსის ავეჯითა და ტექნოლოგიური ინვენტარით აღჭურვა

292,000.0

დ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობებისათვის ალტერნატიული კვების წყაროს – დიზელგენერატორების შესყიდვა

470,000.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

140,000.0

 

                                                    სულ:

39,560,600.0.“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური