"სამედიცინო და სამინისტროს სისიტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამედიცინო და სამინისტროს სისიტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110318006, 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016289
  • Word
128
16/03/2011
ვებგვერდი, 110318006, 18/03/2011
470230000.10.003.016289
"სამედიცინო და სამინისტროს სისიტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებით (სსმ, 31/01/2011) დამტკიცებულ ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.    მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენას.“.

2.    მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3.    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

№

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებით)

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი

13,176,782.00

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

3,500,000.0

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის" შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება

1,400,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21)

5,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის

 (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

3,000,000.0

ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის

 (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

1,860.0

ზ)

სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა

264,100.0

2

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

723,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა

480,000.0

3

აღჭურვის კომპონენტი

100,000.0

 

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა

100,000.0

 

სულ

14,000,000.0.".

 

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური