"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518003, 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016367
  • Word
207
13/05/2011
ვებგვერდი, 110518003, 18/05/2011
470230000.10.003.016367
"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 207

2011 წლის 13 მაისი

. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო და სამინისტროს სის­ტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგ­რამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 31/01/2011) შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლი­ლ­ე­ბები და დამატება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანი­ზა­ცი­ული კოდი – 35 18) და 33-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესა­ბა­მისად:“.

2. დადგენილებით დამ­ტკი­ცე­ბული „სამე­დი­ცინო და სამინის­ტ­როს სისტემის დაწესებულებათა რე­აბი­ლიტაციისა და აღჭურვის სახელ­მწი­ფო პროგრამის“:

ა) მე‑3 მუხლის მე‑3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვე­პუნქტი:

„გ) რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გა­თვა­ლისწინებული კლინიკური კორპუსისა და სს „ტუბერკულოზისა და ფილ­ტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაქტერიოსკოპული ლა­ბო­რა­ტორიული კორპუსის ავეჯითა და ტექნოლოგიური ინვენტარით აღ­ჭურ­ვა;“;

ბ) მე­‑4 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ პროგრამის მე‑3 მუხ­ლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე‑2 პუნქტისა და მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონის­ძიე­ბე­ბი განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

გ) მე‑6 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძი­ებების მიხ­ე­­დვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებით)

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებუ­ლე­ბა­­თა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენ­ტი

26,944,782.00

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/­რე­კონ­სტრუქციის სამუშაოები

10,700,000.0

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინი­კუ­­რი იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენ­ტრი­­სა­­თვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქ­ცი­ის სა­­მუშაოების თანა­და­ფინ­ანსება

968,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პე­დი­ატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბ­ლი­ანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

9,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინი­კუ­რი საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

6,000,000.0

ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პე­დი­ა­ტრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბ­ლი­ანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სა­მუ­შაოების საპროექტო‑საავტორო ზედამხედველობა

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინი­კუ­რი საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების სა­პ­­როექტო‑საავტორო ზედამხედველობა

1,860.0

ზ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტ­რ­ის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამ­ზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინი­ს­ტ­როს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტო­სად­გომის მოწყობა

264,100.0

2

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშა­ო­ებ­ის კომპონენტი

823,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილი­ტა­ციო/­სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპრო­ექ­ტო-­სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/­კონ­ს­ტ­­რუ­ქ­ც­იების მდგრადობის ექსპერტიზა

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულ­ე­ბა­თა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმ­დი­ნარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტი­ზა

480,000.0

დ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების გარე ინფრას­ტრუქ­ტურისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღ­რი­ცხვო დოკუმენტაციის მომზადება

100,000.0

3

აღჭურვის კომპონენტი

1,092,000.0

ა)

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღა­ლი გამავლობის ავტომანქანის შეძენა

100,000.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა

700,000.0

გ)

რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ­თა­თვის გათვალისწინებული კლინიკური კორპუსისა და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერ­ოვ­ნული ცენტრის“ ბაქტერიოსკოპული ლაბორა­ტო­­­რი­­ული კორპუსის ავეჯითა და ტექნოლოგიური ინ­­ვენ­ტარით აღჭურვა

292,000.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

140,000.0

 

სულ:

29,000,000.0.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური