"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404026, 05/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016316
  • Word
155
31/03/2011
ვებგვერდი, 110404026, 05/04/2011
470230000.10.003.016316
"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღ­ჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქა­რთველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენი­ლება­ში (სსმ, 31/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სის­ტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სა­ხელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემ­დეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ადმინისტრირების კომპონენტი.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამების განხორციელება

1. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამას 2011 წლის 1 აპრილამდე ახორციელებს სსიპ – საქართველოს ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის 1 აპრილიდან პროგრამას განახორ­ციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი – მასზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალის­წინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ ,,სამედიცინო და სამი­ნის­ტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 07 02) ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 10 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა სა­შუალო შრომის ანაზღაურება – 1 500 ლარის ოდე­ნობით.“.   

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

№

კომპონენტები და ღონისძიებები

 

ღირებულება (ლარებში)

1.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი

13,036,782.00

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

3,500,000.0

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება

 

1,260,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტა­ცია/რეკონსტრუქცია (ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) 

 

5,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია     

 

3,000,000.0

ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტა­ცია/რეკონსტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.  №21) სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

 

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ.  №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

 

1,860.0

ზ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ  №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა     

 

264,100.0

2.

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი   

723,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სა­რეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

 

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა  

 

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულე­ბათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა

 

480,000.0

3.

აღჭურვის კომპონენტი      

100,000.0

 

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა      

100,000.0

4.

ადმინისტრირების კომპონენტი   

140,000.0

 

                              სულ     

14,000,000.0.“.

 

მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტ­რომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 07 02) „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის არა უმე­ტეს 140.0 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე გაზარდოს ამავე პროგრამის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლი.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური