სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

  • Word
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200110050.10.003.016145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
415
29/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
200110050.10.003.016145
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 14/02/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 415

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხ­ლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწი­ლე­ბის საფუძველზე, დამტკიცდეს:

 1. საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მი­კ­რო ­­ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენი­ლი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობ­ლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი №1).

 2.   აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა გან­ხორ­­­ცი­­ე­ლების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკ­რო­ ბი­­ზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №2).

3. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეცია­ლური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შე­მო­სავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები­სა­თვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯა­­მური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგა­რი­­შებისას (დანართი №3).

4. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა გან­ხორ­­ციე­ლების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირი­სათ­ვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4).

5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალუ­რი დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შე­მოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პი­­რებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მი­ღებული ერთობლივი შემოსავლის 100 000-ლარიანი ზღვრის გაან­გა­რი­შებისას (დანართი №5).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                             ნ. გილაური

        

                                                                                            დანართი 1

საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი

1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორ­ციელ­დება ტრაქტორებით ან კომბაინებით.

2. ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.

3. პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.

4. ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონს­ტრი­რებისა და ჩვენებისა.

5. საცვლების წარმოება.

6. თავსაბურავების წარმოება.

7. დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.

8. ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება.

9. ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმო­ება.

10. ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება.

11. ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნა­­კე­თო­ბების წარმოება.

12. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარ­მოება.

13. მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.  

14. აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუ­ჩის გარმონიკების წარმოება.

15. სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.

16. ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.

17. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნე­ბის რემონტი.

18. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, სა­ბი­თუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარ­მოების შესაბამის დაჯგუფებებს.

19. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.

20. საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.

21. საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.

22. ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.

23. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნების რემონტი.

24. თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და და­მუ­შავება.

25. შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახუ­რე­ბა.

შენიშვნა: აღნიშნული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრ­ცელდება მიკ­რო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, თუ ფიზიკური პი­რი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქ­მია­ნობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩა­მო­ნათ­ვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოე­ბას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე.

        

                                                                                            დანართი 2

 

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავ­ლებ­­­მა კა­ლენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადა­ა­ჭარბოს 30 000 ლარს.

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანო­ტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახა­დო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

დანართი №3

 შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას

1. ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქო­ნე­ბის რეა­ლიზა­ციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

                                                                                დანართი 4

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას.

2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონ­სულ­ტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. პერსონალით უზრუნველყოფა.

7. აქციზური საქონლის წარმოება.

 დანართი 5       

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში

1. ქონების იჯარით გაცემა.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქება.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონე­ბის რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

 

12. 11/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 98 - ვებგვერდი, 12/03/2021 11. 04/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 353 - ვებგვერდი, 05/06/2020 10. 06/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 268 - ვებგვერდი, 10/06/2019 9. 27/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 376 - ვებგვერდი, 31/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 11/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 368 - ვებგვერდი, 13/07/2018 7. 09/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 544 - ვებგვერდი, 13/12/2016 6. 24/05/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 186 - ვებგვერდი, 28/05/2012 5. 24/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 145 - ვებგვერდი, 27/04/2012 4. 23/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 97 - ვებგვერდი, 26/03/2012 3. 21/02/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 58 - ვებგვერდი, 22/02/2012 2. 24/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 26/01/2012 1. 14/02/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 74 - ვებგვერდი, 230211, 23/02/2011