დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 186 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200110050.10.003.016859 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18 6
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 გრაფა:
„5 | ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა)
| მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი | კალენდარული თვე | 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი; იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი.“.
|
მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
დოკუმენტის კომენტარები