დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 97 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200110050.10.003.016770 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) და № 6 დანართის :
1. პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 | თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება | თონე | კალენდარული თვე |
50 ლარი (ერთ თონეზე)“.
|
2. პირველი გრაფი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 გრაფები :
„2 | თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის, შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის, სახის მასაჟის, წარბების კორექციის, ეპილაციის, დეპილაციის, მომსახურება | სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/ სავარძელი) | კალენდარული თვე | ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/ სავარძელი) – 50 ლარი |
3 | მანიკიურის და პედიკიურის მომსახურება | სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა) | კალენდარული თვე | ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი“. |
3 . შენიშვნის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები