დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
`მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 74 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 230211, 23/02/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200110050.10.003.016243 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №74
2011 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №155, მუხლი 1827) დამტკიცებულ „აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება“ (დანართი №2-ში) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
5. სათამაშო ბიზნესი.
6. ვაჭრობა.
შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები