დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 353 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200110050.10.003.022067 |
353
04/06/2020
ვებგვერდი, 05/06/2020
200110050.10.003.022067
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010, 200110050.10.003.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:
„მუხლი 12. 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდში, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №6-ით („ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში“) განსაზღვრული გადასახადის განაკვეთი, ამავე დანართით განსაზღვრული თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, შეადგენს 1 ლარს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები