დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 58 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/02/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200110050.10.003.016731 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №58
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
1. საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი №1).
2. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №2).
3. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №3).
4. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4).
5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 100 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5).
6. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში (დანართი №6).
7. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი №7).“.
3. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11
ამ დადგენილებით განსაზღვრულ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობებზე არ ვრცელდება მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.“.
4. დაემატოს №6 და №7 დანართები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობაზე მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვთ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.
მუხლი 3. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 88‑ე მუხლის მე‑2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
„დანართი №6
ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში | ||||
№ | დასაბეგრი საქმიანობის სახე | დაბეგვრის ობიექტი | საანგარიშო პერიოდი | გადასახადის განაკვეთი |
1 | თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება | თონე | კალენდარული თვე | 100 ლარი (ერთ თონეზე) |
შენიშვნა:
1. ამ დადგენილების მიზნებისათვის თონე არის მიწაში მთლიანად, სანახევროდ ან მხოლოდ ძირით ჩადგმული ცილინდრული ფორმის, პირმოხვეული ან პირგანური, აგურით ამოშენებული ან გამომწვარი თიხით დამზადებული ნაკეთობა, რომელშიც საწვავად გამოიყენება შეშა, საწვავი აირი ან ელექტროენერგია.
2. ამ დადგენილების მიზნებისათვის ნახევარფაბრიკატი არის პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს დამუშავების ერთი/რამდენიმე ეტაპი და საჭიროებს შემდგომ ერთი ან რამდენიმე ეტაპის გავლას (მათ შორის, თერმულ დამუშავებას), ვიდრე მიიღებს მზა ნაწარმის სახეს, რომელიც გამოსადეგი იქნება საკვებად.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის შუამდგომლობის საფუძველზე, ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სეზონურობის გათვალისწინებით, ფიქსირებული გადასახადის დადგენილი განაკვეთი შეამციროს/გაზარდოს არა უმეტეს 50%-ის ოდენობით.
დანართი №7
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის კანონით აკრძალული, გარდა ამ დადგენილების №6 დანართით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული საქონლის/მომსახურების გამოყენებისა მის მიერ სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში.“.
დოკუმენტის კომენტარები