„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“

  • Word
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
14/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
000000000.00.000.000000
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (20/01/2010 - 23/02/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №22

2010 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი (დანართის შესაბამისად), რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება.

2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახური ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდეგში – საჯარო სამსახურის ბიურო) გაუგზავნოს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლი არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.

3. სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან მისი შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახური ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო სამსახურის ბიუროს არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.

4. საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო.

5. იმ თანამდებობის პირებმა, რომელთაც დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშვათ 2010 წლის 1 თებერვლამდე და ამ ბრძანებულების ამოქმედების დროისათვის იგი არ წარუდგენიათ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინონ 2010 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №464 ბრძანებულება და „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №465 ბრძანებულება.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

 მ. სააკაშვილი

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება

თავი I

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

    მუხლი 1

1. საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს მთავრობის წევრი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები.

თავი II

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები

    მუხლი 2

1. საქართველოს მინისტრის მოადგილე.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელის მოადგილე.

    მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

    მუხლი 4

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:

ა) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტის, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელები;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

თ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ი) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია) ხელმძღვანელები;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელი;

 ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 6

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ ხელმძღვანელი.

    მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) სარდალი;

ო) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

 პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი.

    მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი;

რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი.

    მუხლი 9

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში:

ა) სამინისტროს სამდივნოს ხელმძღვანელი;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

    მუხლი 10

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში:

ა) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი;

თ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

    მუხლი 11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;

პ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

რ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ტ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;

უ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი;

ფ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

    მუხლი 12

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) რეგიონალური მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტს „სამტრესტის“ ხელმძღვანელი.

    მუხლი 13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:

ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო, საბაჟო ორგანოების), საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები;

 მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ღ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჩ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ც) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჭ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ხ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჯ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები;

ჰ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი;

1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი;

2 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

3 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი;

 ჰ4 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი.

    მუხლი 15

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელები;

 მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ხელმძღვანელი.

    მუხლი 16

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ხელმძღვანელი.

თავი III

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები

    მუხლი 18

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

თავი IV

საქართველოს სხვა თანამდებობის პირები

    მუხლი 19

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;

3. საქართველოს სახალხო დამცველი;

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის მდივანი.

    მუხლი 20

საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოებში:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი;

ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი.

    მუხლი 21

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში:

ა) ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახურის) ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს (სამსახურის) ხელმძღვანელი;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) პრესსამსახურის ხელმძღვანელი;

ი) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) კადრების სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

ნ) ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი;

ო) კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

პ) საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

    მუხლი 22

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მისი მოადგილე.

    მუხლი 23

საქართველოს კონტროლის პალატაში:

ა) თავმჯდომარე, მისი მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ექსპერტიზის სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;

პ) რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები.

    მუხლი 24

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი პირველი მოადგილე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის მერი, მისი პირველი მოადგილე;

გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი პირველი მოადგილე.

    მუხლი 25

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში:

ა) მთავრობის კანცელარიის უფროსი, მისი მოადგილე;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) ხელმძღვანელი;

კ) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) ხელმძღვანელი;

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

    მუხლი 26

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი.

 

53. 23/02/2015 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 58 - ვებგვერდი, 23/02/2015 52. 30/10/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 866 - ვებგვერდი, 30/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 51. 30/10/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 865 - ვებგვერდი, 30/10/2013 50. 05/09/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 705 - ვებგვერდი, 05/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 02/09/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 690 - ვებგვერდი, 03/09/2013 48. 12/06/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 421 - ვებგვერდი, 12/06/2013 47. 04/03/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 138 - ვებგვერდი, 04/03/2013 46. 20/02/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 110 - ვებგვერდი, 20/02/2013 45. 16/01/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 23 - ვებგვერდი, 16/01/2013 44. 24/12/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1126 - ვებგვერდი, 25/12/2012 43. 30/11/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1067 - ვებგვერდი, 30/11/2012 42. 13/11/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1034 - ვებგვერდი, 14/11/2012 41. 24/09/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 890 - ვებგვერდი, 25/09/2012 40. 13/09/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 810 - ვებგვერდი, 13/09/2012 39. 15/08/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 718 - ვებგვერდი, 15/08/2012 38. 27/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 640 - ვებგვერდი, 27/07/2012 37. 26/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 633 - ვებგვერდი, 26/07/2012 36. 18/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 603 - ვებგვერდი, 19/07/2012 35. 17/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 588 - ვებგვერდი, 17/07/2012 34. 10/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 559 - ვებგვერდი, 10/07/2012 33. 10/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 551 - ვებგვერდი, 10/07/2012 32. 09/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 550 - ვებგვერდი, 10/07/2012 31. 09/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 547 - ვებგვერდი, 09/07/2012 30. 14/05/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 391 - ვებგვერდი, 14/05/2012 29. 04/05/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 361 - ვებგვერდი, 04/05/2012 28. 13/01/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 37 - ვებგვერდი, 13/01/2012 27. 09/01/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 16 - ვებგვერდი, 10/01/2012 26. 28/12/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 862 - ვებგვერდი, 111228032, 28/12/2011 25. 21/12/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 846 - ვებგვერდი, 111222010, 22/12/2011 24. 19/12/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 830 - ვებგვერდი, 111220003, 20/12/2011 23. 09/12/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 806 - ვებგვერდი, 111209016, 09/12/2011 22. 30/11/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 775 - ვებგვერდი, 111201019, 01/12/2011 21. 01/11/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 676 - ვებგვერდი, 111101006, 01/11/2011 20. 21/10/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 636 - ვებგვერდი, 111024020, 24/10/2011 19. 27/07/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 408 - ვებგვერდი, 110728010, 28/07/2011 18. 17/05/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 260 - ვებგვერდი, 110517030, 17/05/2011 17. 27/04/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 226 - ვებგვერდი, 110428014, 28/04/2011 16. 18/04/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 214 - ვებგვერდი, 110419014, 19/04/2011 15. 05/04/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 182 - ვებგვერდი, 110405007, 05/04/2011 14. 02/03/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 126 - ვებგვერდი, 110304005, 04/03/2011 13. 08/12/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 985 - სსმ, 161, 09/12/2010 12. 01/12/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 973 - სსმ, 159, 06/12/2010 11. 24/11/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 955 - სსმ, 155, 29/11/2010 10. 03/11/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 884 - სსმ, 142, 03/11/2010 9. 11/10/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 821 - სსმ, 131, 12/10/2010 8. 16/09/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 742 - სსმ, 120, 21/09/2010 7. 14/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 499 - სსმ, 85, 14/07/2010 6. 09/06/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 392 - სსმ, 66, 09/06/2010 5. 16/04/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 231 - სსმ, 43, 19/04/2010 4. 06/04/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 208 - სსმ, 35, 06/04/2010 3. 31/03/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 198 - სსმ, 33, 31/03/2010 2. 26/02/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 138 - სსმ, 23, 26/02/2010 1. 23/02/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 123 - სსმ, 23, 26/02/2010