დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 640 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016583 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №640
2012 წლის 27 ივ ლისი
ქ. თბილისი
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება :
ა) მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;“;
ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები