„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 705
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016866
705
05/09/2013
ვებგვერდი, 05/09/2013
010340000.08.002.016866
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №705

2013 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. 1.     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №6, მუხ. 35) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი;

რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში:

ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) წყლის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი;

ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი;

რ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი;

ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) სამინისტროს სამდივნოს (სამმართველო) ხელმძღვანელი;

ჟ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევების ბიუროს ხელმძღვანელი;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;

ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი;

ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;

შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;

ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი;

ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი;

ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი;

ი) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) საქართველოს მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი;

რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი;

უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელი;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) ხელმძღვანელი;

ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი;

ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი.“;

ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“;

თ) 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;

ი) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში:

ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი.“;

კ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11.

საქართველოსაგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;

უ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ფ) საქართველოს გენერალური კონსული, საქართველოს კონსული, საქართველოს საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი;

ქ) საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი.“;

ლ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“;

მ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:

ა) სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების - საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი.“;

ნ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი;

ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ღ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჩ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ც) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჭ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ხ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჯ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი;

ჰ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

4) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

5) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი.“;

ო) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:

ა) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი;

რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი.“;

პ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“;

ჟ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ხელმძღვანელი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელი;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.“;

რ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171, 172, 173 მუხლები:

„მუხლი 171.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მუხლი 172.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში:.

ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 „მუხლი 173.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში:

ა) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“;

ს) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში:

ა) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ი) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

კ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“;

ტ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში:

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომლებიც ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე არ იყვნენ გათვალისწინებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 2 თვეში.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი