დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 821 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 131, 12/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016029 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №821
2010 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 21-ე მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;“;
ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის ხელმძღვანელი;
ზ) იურიდიულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი;“;
გ) „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი;“;
დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) კულტურული ღონისძიებების სამსახურის ხელმძღვანელი;“;
ვ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები