დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016755 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) პირველი პუნქტით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში: ა) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი.“. |
2.
ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, მე-15 მუხლის „ნ-ჟ“ ქვეპუნქტებში მითითებულმა თანამდებობის პირებმა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინონ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 2 თვეში. |
3.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები