დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 547 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016542 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №547
2012 წლის 9 ივ ლისი
ქ. თბილისი
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-9 მუხლში სიტყვები: „კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით: „კულტურისა და ძეგლთა დაცვის“;
ბ) მე-9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში:
ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) რეგიონული დეპ არტამენტის ხელმძღვანელი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები