დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016863 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/09/2013 - 05/09/2013)
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №6, მუხ. 35) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
ა)
მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში: ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი; რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი.“; |
ბ)
მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში: ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; ი) წყლის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი; ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; მ) კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი; ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი; პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ხელმძღვანელი; ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი; რ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი; ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო‑სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.“; |
გ)
მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; თ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“; |
დ)
მე‑8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში: ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი; ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელი; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი; რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი; ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი; უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელი; ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სმართ ლოჯიქის (SMART LOGIC) ხელმძღვანელი; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი; ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი.“; |
ე)
91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში: ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“; |
ვ)
მე‑10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში: ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ე) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; თ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი; ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი.“; |
ზ)
მე‑12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში: ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“; |
თ)
მე-13 მუხლის: |
თ.ა)
„კ4“ და „კ5“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; |
თ.ბ)
„კ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ7 -კ9“ ქვეპუნქტები:
„კ7) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი; კ8) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ9) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;“; |
ი)
მე‑14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ვ) საფინანსო‑სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) საინფორმაციო‑ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საექსპერტო‑კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; კ) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ლ) ოპერატიულ‑ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; მ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ნ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ო) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; პ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი; ჟ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; რ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ს) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ტ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; უ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ქ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ღ) მცხეთა‑მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ყ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; შ) სამცხე‑ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჩ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ც) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ძ) სამეგრელო‑ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; წ) იმერეთის, რაჭა‑ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჭ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ხ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირი -„112“ (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ3) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ჰ4) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“; |
კ)
მე‑15 მუხლის: |
კ.ა)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“; |
კ.ბ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“; |
ლ)
მე‑16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“; |
მ)
მე‑17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში: ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; კ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი; ლ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი; მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ხელმძღვანელი; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელი; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.“; |
ნ)
მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171, 172, 173 მუხლები:
„მუხლი171. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 172 მუხლი: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში: ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი; ბ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; გ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; დ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; ე) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.“. „მუხლი 173. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში: ა) სახელმწიფო მინისტრი; ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; გ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; დ) ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი; ე) პროგრამების დეპარტამენტის უფროსი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.“; |
ო)
23‑ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში: ა) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; თ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ი) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნ) პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი; ო) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“; |
პ)
25‑ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საქართველოს მთავრობის კანცელარიაში: ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი; ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები