დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016531 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2015 - 28/04/2016)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში-დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) №5 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეებისთვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან დაწესებულებაში და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. 3. დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დადგენილი წესით. 4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.
მუხლი 2. დაწესებულება 1. დაწესებულება არის ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. 2. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები, (შემდგომში – ბრალდებული /მსჯავრდებული) მათ შორის, ქალი არასრულწლოვნები. არასრულწლოვან ქალ ბრალდებულზე/ მსჯავრდებულზე ვრცელდება არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები და თავისებურებები. 4. დაწესებულებაში სასჯელის მოხდის რეჟიმი გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა პატიმრობის კოდექსით და ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპის და დახურული ტიპის ნაწილებად, რომელსაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. 6. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით. 7. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში. 8. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 9. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 10. დაწესებულების მისამართია გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი.
მუხლი 3. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები 1. დაწესებულების ამოცანებია: ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება; გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია. 2. დაწესებულების ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისად სასჯელის მოხდის ორგანიზება; ბ) ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის შრომის, განათლების ან/და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა; გ) დაწესებულებაში ბრალებულთა მიერ პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა; დ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის - პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ვ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დებულების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში - დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა; ი) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება; კ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება; მ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა; ნ) პატიმრობის კოდექსით განსაზღვული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება; ო) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; პ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება; ჟ) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, საქართველოში პატიმრობისა და მომეტებული რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა; რ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მომზადება; ს) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზება; ტ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი II დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება მუხლი 4. დაწესებულების მართვა 1. დაწესებულებას მართავს დაწესებულების დირექტორი. 2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით. 3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე - სამართლებრივი რეჟიმის დარგში და სოციალურ დარგში. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით. 4. სამართლებრივი რეჟიმის დარგში დირექტორის მოადგილე წარმართავს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას. 5. სოციალურ დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე წარმართავს მსჯავრდებულთათვის სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და მის აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცესს, პასუხისმგებელია სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე. 6. უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. 7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს. 8. ოპერატიულ მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები. 9. დაწესებულების დირექტორის მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 5. დაწესებულების დირექტორი 1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია: ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა; ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება; გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში; დ) დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსების გამოყოფის, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა; ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; თ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე - ბრძანების გამოცემა; ი) სამარტოო და მოსაცდელ საკნების განსაზღვრა; კ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების შექმნა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება; მ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე. 3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე სოციალურ დარგში.
მუხლი 6. დაწესებულების საქმიანობის ორგანიზება 1. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული განყოფილება; ბ) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება; გ) უსაფრთხოების განყოფილება; დ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება; ე) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები. 3. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 7. ადმინისტრაციული განყოფილება ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა (რეგისტრაცია), მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება; ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი; გ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება; ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ი) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა; კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ლ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) მოქალაქეებისათვის კონსულტაციებისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ო) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; პ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა; ჟ) დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა; რ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა; ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8. სოციალური განყოფილება სოციალური განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, უფლებების დაცვის და განხორციელების უზრუნველყოფა, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის კონსულტაციის გაწევა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებისა და საჩივრების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება; დ) მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა; დახმარების გაწევა იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც იღებს ზოგად განათლებას, სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან ექსტერნატის ფორმით სურს ზოგადი განათლების მიღება; ე) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება; ვ) დაწესებულებაში არსებული საჩივრების ყუთის გახსნა, დაკეტვა და დალუქვა სათანადო წესით, ამოღებული საჩივრების აღიცხვა, ოქმის შედგენა და რეგისტრაციისათვის ადმინისტრაციულ განყოფილებაში ჩაბარება; ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, საექსპერტო გამოკვლევებზე გაყვანის საქმისწარმოება; მსჯავრდებულთა შეწყალების დოკუმენტაციისთვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობისთვის, აგრეთვე მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად მსჯავრდებულის დახასიათებების მომზადება; თ) მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის პირობების, მსჯავრდებულის უფლებების და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე მსჯავრდებულთა გაფრთხილება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე; ი) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; ლ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიზნით ინდვიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია, აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა ან/და განხორციელებაში მონაწილეობა; მ) გათავისუფლებისთვის მზადების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და განხორციელება; ნ) მსჯავრდებულთა სპორტული, რელიგიური, კულტურული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზება; ო) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; პ) საგანმანათლებლო, პროფესიული, დასაქმების, სპორტული, რელიგიური, კულტურული, სოციალური და სხვა აქტივობების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასებაში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება; რ) საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურად ორგანიზების მიზნით მულტიდისციპლინურ გუნდთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; ს) მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურების ორგანიზება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; უ) სუიციდის რისკის მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 9. უსაფრთხოების განყოფილება უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და გამოვლენა; გ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა; დ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი; ე) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი; ვ) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება; ზ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება; თ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ი) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება; კ) უსაფრთხოების მიმართულებით დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; მ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) მსჯავრდებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი; ო) მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; პ) დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; რ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება 1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება; ბ) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის პატიმრობის/სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტებას მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაფრთხილებას დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმარ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა; ე) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; ზ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელებას; თ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა; ი) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი; კ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ცვლის მენეჯერების სისტემატიური ინფორმირება; ლ) დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება; მ) დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლს; ნ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლი; ო) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს; პ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება; ჟ) დაწესებულებაში არსებულ სივრცეებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი; რ) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა; ს) კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის დახასიათების შევსება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; ფ) დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენას; ქ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა; ღ) დაწესებულების დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია; ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება 1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა; ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება; გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება; დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 12. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი 1. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები. მუხლი 13. დედათა და ბავშვთა სახლი 1. ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისათვს სხვა მსჯავრდებულებისაგან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობების შექმნის მიზნით მოწყობილია დედათა და ბავშვთა სახლი, სადაც დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და დაწესებულების დირექტორის თანხმობით, განთავსებულნი არიან დედები 3 წლამდე ბავშვებთან ერთად. 2. დედათა და ბავშვთა სახლი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა მსჯავრდებულთა საცხოვრებლისაგან და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ინვენტარით. 3. დაწესებულება ვალდებულია იზრუნოს მსჯავრდებულ დედასთან მცხოვრებ ბავშვებზე, უპირატესად დაიცვას მათი ინტერესები და შეუქმნას მათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საუკეთესო პირობები. 4. თუ დედათა და ბავშვთა სახლიდან მოხდა ბავშვის დროებითი გაყვანა ოჯახის წევრების ან/და შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სხვა წარმომადგენლის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნით, შესაძლებელია ბავშვის დაბრუნებამდე დედა გადაყვენილ იქნეს დედათა და ბავშვთა სახლიდან საერთო საცხოვრებელში. 5. დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო. 6. დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 7. დაწესებულებას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა.
თავი III დაწესებულებაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 14. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პატიმრობისა და სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები
1. დაწესებულების პატიმრობის ნაწილში ბრალდებულები განთავსებულნი არიან საკნებში სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, გარდა ღამის საათებისა. 3. დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებულები არიან ერთმანეთისგან განცალკევებით.
მუხლი 15. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებისა და განთავსების ძირითადი პირობები და პროცედურები 1. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. ბრალდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე, აგრეთვე, სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად. 2. დაწესებულებაში ბრალდებულის მოსათავსებლად აუცილებელია: ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით; გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. 3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში. 5. ბრალდებულის განთავსებას დაწესებულებაში ახდენს დაწესებულების დირექტორი. 6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს დაწესებულების ადმინისტრაცია ცალ-ცალკე ათავსებს. ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა. 7. ბრალდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს, დაწესებულების მთავარ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს და უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე მოსამსახურეს. 8. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს ბრალდებულის იდენტიფიცირებას. 9. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა ბრალდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. 10. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ, ბრალდებული განთავსდება დაყოვნების საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა საკანში სრული შემოწმება/დათვალიერებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე ბრალდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე და აგრეთვე, გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკნის შემოწმება/დათვალიერებას. 11. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ. 12. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით. 13. შემოწმება/დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ ბრალდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკანის მომზადებას/დათვალიერებას ბრალდებულის და ბრალდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას. 14. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ბრალდებულს წერილობით გააცნობს პატიმრობის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი. 15. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 16. არასრულწლოვან ბრალდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით. 17. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა, გამოყენება ბრალდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (შემდგომში – აკრძალული ნივთები) მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამის ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით, ამანათის სახით - ფოსტის მეშვეობით მიიღოს, მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. 18. ბრალდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს. 19. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. 20. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე. 21. ბრალდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, პირადი თავისებურებების გათვალისწინებით, დირექტორის გადაწყვეტილებით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება ბრალდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის საკანში განაწილების მიზნით. 22. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე. 23. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე ბრალდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა. 24. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში. 25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას ბრალდებულის საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 16. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები 1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებენ ოპერატიული მორიგე, აგრეთვე, სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად. 2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია: ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით; გ) მსჯავრდებულისათვის ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრის და მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება; დ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. 3. მსჯავრდებულის განთავსებას დაწესებულებაში ახდენს დაწესებულების დირექტორი. 4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს, დაწესებულების მთავარ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს და უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე მოსამსახურეს. 5. მსჯავრდებულის მიღებისას, ოპერატიული მორიგეს ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში. 6. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოსამსახურეები მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას ახორციელებენ პირად საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით, გამოკითხავენ მსჯავრდებულს და ადარებენ მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან. 8. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №13-ით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს. 9. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა მსჯავრდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. 10. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ, მსჯავრდებული განთავსდება დაყოვნების საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა საკანში სრული შემოწმება/დათვალიერებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე და აგრეთვე, გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკნის შემოწმება/დათვალიერებას. 11. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ. 12. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით. 13. შემოწმება/დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ მსჯავრდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკანის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე და მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას. 14. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში. 15. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება მსჯავრდებულისათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს. 16. მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 17. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. 18. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე. 19. მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, პირადი თავისებურებების გათვალისწინებით, დირექტორის გადაწყვეტილებით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის საკანში განაწილების მიზნით. 21. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების დირექტორი ან მისი მიერ უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი. 22. წერა-კითხვის უცოდინარ მსჯავრდებულს ამ მუხლის მე-20 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს მსჯავრდებული. 23. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე. 24. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა. 25. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.
მუხლი 17. დაწესებულებაში მიღება-განთავსების დამატებითი პირობები 1. თუ შიდა კლასიფიკაციის საკანში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული, საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება განათავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24 საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, რომლის ხედვის არე არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. 2. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე. 3. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება სათანადო დოკუმენტი და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში განთავსდება განთავსების კრიტერიუმების ამოწურვამდე. 4. დეესკალაციის ოთახში მოთავსება არ არის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული რომელიმე უფლების ავტომატურად შეზღუდვის საფუძველი.
მუხლი 18. დღის განრიგი 1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. 2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებული/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში და ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვა საათიანი ძილი და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფა. 3. სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა. 4. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 19. დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა გადაადგილების წესი 1. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით. 2. ბრალდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება. 3. დღის განრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანზე ან სხვა შეხვედრაზე გასვლა, და სხვ.) გასვლის დროს ბრალდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულებსი წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დალაგება.
მუხლი 20. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების წესი 1. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალი დროის განმავლობაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებული ტერიტორიაზე. 2. დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში დღის განრიგით დადგენილი წესით მსჯავრდებულს შეუძლია გადადგილდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. 3. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს დაწესებულების დირექტორის თანხმობით მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში - დაწესებულების წარმომადგენლის წედამხედველობით. 4. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით. 5. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება. 6. სამარტოო საკანში განთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით. 7. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას.
მუხლი 21. დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება 1. დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება ტარდება დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება საკანში.
მუხლი 22. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება 1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება, რა დროსაც საკნიდან გამოდის ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთაგან შემოწმების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება საკანში და ესწრება მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმება/დათვალიერებას. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც: ა) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის; ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად, დაპატიმრების ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ; გ) არ არიან გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს (აგრეთვე ფოსტის მეშვეობით), შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში; დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების დადგენილ ოდენობას. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ; ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ; გ) სხვა საკანში გადაყვანისას; დ) სხვა შემთხვევებში დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე. 8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას; დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; ე) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას; ვ) სხვა შემთხვევებში, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი, იმავე სქესის სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლის თანდასწრებით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების დროს, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექიმ-სპეციალისტი. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად და დაუშვებელია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. 12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში. 13. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით: ა) დაწესებულებაში მიღებისას; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას; გ) სხვა სპეციალურ საკანში გადაყვანისას; დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას; ე) სამარტოო საკანში გადაყვანისას; ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე. 15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. ბრალდებულის/მსაჯვრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით. 17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხელის მეტალოდეტექტორი. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას. 18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
მუხლი 23. ამანათების მიღება-შემოწმება 1. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას. 2. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას, იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით, ამანათის სახით - ფოსტის მეშვეობით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად, უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას. 3. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგ ახორციელებენ ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება-შემოწმებას ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით. 4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნას დათვალიერებული მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში. 5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები, რომელთა ქონა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით. 6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა მსჯავრდებულისთვის შესაბამის საერთო საცხოვრებლის/ საკნის განთავსების ტერიტორიაზე, სადაც მსჯავრდებულის თანდასწრებით ხდება მისი გახსნა შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურის მიერ. 8. სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას. 9. სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებლის/ საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს მსჯავრდებული.
მუხლი 24. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება 1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დირექტორის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე; 2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად 3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად. 4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა. 5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმიური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე. 6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისათვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს მათი ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია. 7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები.
მუხლი 25. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისგან დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება 1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს. 2. ამ დებულებით (დებულების დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის,მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით - მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდეგნი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი. 4. ამოღებული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე გადაეცემა დაწესებულებას საწყობში შესანახად და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. 5. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი. 6. თუ შენახული ნივთები და ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდეგნი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი. 7. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფული, აგრეთვე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს საგამოძიებო.
მუხლი 26. უსაფრთხოების ღონისძიებები 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება; გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება; ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა. 2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა. 3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში ოპერატიული მორიგე, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. 4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება. 5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სხვა ბრალდებულების/მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს გახსნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 27. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება 1. ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება. 2. დაწესებულების დირექტორი, ამ დებულების 26-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება, სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, ხოლო დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 4. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით. 5. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.
მუხლი 28. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში 1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები. 2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრამდე. 3. ბრალდებულის, მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები. 4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ. 5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.
მუხლი 29. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა 1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია. 2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს. 3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები. 4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
მუხლი 30. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
მუხლი 31. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა 1. ბრალდებულები/მსჯავრდებულები დაწესებულების მოსამსახურეებს მიმართავენ "თქვენობით". 2. დაწესებულების მოსამსახურეები ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 32. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დაწესებულების მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 33. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა: ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით; ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. 3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, იგი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
თავი IV ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ძირითადი უფლება-მოვალეობანი
მუხლი 34. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) პაემნით (ბრალდებული - ხანმოკლე პაემნით, მსჯავრდებული - ხანმოკლე, საოჯახო და ვიდეოპაემნით), სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით; ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით; ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით (არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში კვირაში არანაკლებ - 4 საათისა); ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; დ) დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი; ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი; ვ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით; ზ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან; თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით; ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები; კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ; ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება. მ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით); ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; ო) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. მსჯავრდებული, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. 4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას ამ დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების კანონიერი მოთხოვნები; ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება; გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს; დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება: ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია; გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება; დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას; ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები; ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები; ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები; თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს; ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები; კ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან; ლ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი; მ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს; ნ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი; ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში; პ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები; ჟ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები; რ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა; ს) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები; ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში; უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ; ქ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.
მუხლი 35. საცხოვრებელი პირობები 1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. 2. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. 3. ბრალდებულისათვის და მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საერთო საცხოვრებელი და საკნები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 4. საერთო საცხოვრებლისა და საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საერთო საცხოვრებლისა და საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში. 6. საერთო საცხოვრებელსა და საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელსა და საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საერთო საცხოვრებელი და საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით. 8. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს 65 წლის ასაკიდან უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები. 9. არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
მუხლი 36. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. 2. დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს როგორც წესი, კვირაში ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით. 3. დაწესებულების შესაბამის თანამდებობის პირს ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. 4. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 5. სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა. 6. აუცილებლობის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. 8. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე. 9. დაწესებულებას შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა. 10. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვის ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა ჰიგიენური საფენების მიწოდება, სხვა ჰიგიენური საშუალებებისა და მათი განთავსების (გადაყრის) არსებობა. 11. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, თეთრეული და საცხოვრებელი.
მუხლი 37. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება 1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა. 4. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით. 5. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, არასრულწლოვნებს უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში (შემდგომში – მაღაზია) მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. 7. საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების და სხვა სამრეწველო საქონლის შეძენის მსურველი ბრალდებული/მსჯავრდებული შესაბამისი განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ჩაბარდება დაწესებულების წარმომადგენელს ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად. მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება საკნების მიხედვით და ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით. 8. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით. 9. ბრალდებულები/მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში. 10. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 38. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია 1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. 2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები. 3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 500 ლარი.
მუხლი 39. ამანათის/გზავნილის მიღება-გაგზავნის წესი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით - სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათი/გზავნილი ამ დებულების დანართი №5-ის მოთხოვნათა დაცვით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ამანათი/გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს. 5. იმ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო საქონლის ჩამონათვალი, რომელთა ქონის, შენახვის, ამანათით/გზავნილით მიღებისა და უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს გამოიკვრება შენობაში, სადაც ხდება ამანათის/გზავნილის მიღება. 6. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი №2, №3 და №4-ით. 8. ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/გზავნილი და ამანათის/გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს. 9. ამანათის/გზავნილის წონისა და შიგთავსის შემოწმება ხდება მისი მომტანი პირის თანდასწრებით. 10. ამანათის/გზავნილის მიღების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს ინახება დაწესესებულენაში ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 11. ამანათი/გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს შემდეგ შემთხვევებში: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების ან დაწესებულებიდან მისი სამ დღეზე მეტი ვადით გაყვანის შემთხვევაში; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებისას; გ) თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა პირადად მიიღოს ამანათი/გზავნილი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ; დ) თუ ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს; ე) თუ ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ვ) თუ არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე; ზ) თუ არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. 13. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით. 14. იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის მიღებისას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, გაითვალისწინება მკურნალი ექიმის რეკომენდაციები. 15. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. 16. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ. 17. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 18. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა უგვიანეს ერთი დღისა მათი მიღების დღიდან, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გასვლის შემთხვევაში - მისი დაბრუნებისთანავე. 19. ამანათის/ზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს. 20. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.
მუხლი 40. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით. 3. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. 4. საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სხვა ქვეყნების მოქალქე ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება. 5. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით. 6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს. ანალოგიური წესი მოქმედებს ფასიანი წერილების გაგზავნისას. 7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი. 8. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სოციალურ მუშაკს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე. 9. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს სოციალური განყოფილების მეშვეობით არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას. 10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს. 11. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ. 12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს. 13. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან. 14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. 15. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი: ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას; ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას; გ) შესრულებულია შიფრით; დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს; ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას; ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე. 16. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულს თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. 17. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. 18. ბრალდებულს 2016 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.
მუხლი 41. სატელეფონო საუბარი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. 2. აკრძალულია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი. 3. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა. 4. ბრალდებულს 2016 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.
მუხლი 42. ხანმოკლე პაემანი 1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 3. დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით. 4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; 5. ბრალდებული 2016 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
მუხლი 43. ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი 1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. 2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთ დღიანი ვადის დაუცველად. 3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირი. 4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას. 5. დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით, ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. 6. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. ამ დებულების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად. 8. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთ თვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება: ა) მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღკვეთის აღსრულების დაწყების დღიდან; გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთ თვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას. 10. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე. 11. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები. 12. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას. 13. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეებს. 14. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. 15. დაწესებულების მოსამსახურე, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ შეწყვიტოს ხანმოკლე პაემანი გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. 16. ხანმოკლე პაემანის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს და მიუთითებს ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე. 17. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს დადგენილი ფორმის ხანმოკლე პაემნის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 44. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება 1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ხანმოკლე პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 45. ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის შეცვლა 1. ბრალდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ხანმოკლე პაემნით, აღნიშნული უფლების სატელეფონო საუბრის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს დაწესებულების დირექტორს მოტივირებული განცხადებით. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება ბრალდებულს არ აქვს, თუ მან უარი მიიღო კანონით დადგენილი წესით ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელებაზე. 2. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ტელეფონზე საუბრის უფლება მიეცემა მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირს. 3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული უფლებამოსილია განახორციელოს სატელეფონო საუბარი. 4. აღნიშნული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 46. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის ხანმოკლე პაემნით და ხანმოკლე გასვლისა და ხანმოკლე პაემნის სატელეფონო საუბრით შეცვლა 1. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით, აღნიშნული უფლების ხანმოკლე პაემნით შეცვლის მოთხოვნით მიმართავს დაწესებულების დირექტორს მოტივირებული განცხადებით. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების განხორციელებაზე. 2. განცხადებაში აღინიშნება, ხანმოკლე პაემანზე მომსვლელი პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანზე დაიშვება მხოლოდ პაემნის უფლების მქონე პირი. 3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას. 4. აღნიშნული წესით მიღებული ხანმოკლე პაემნის უფლება განხორციელდება დადგენილი საერთო წესით. 5. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით, უფლება აქვს აღნიშნული უფლებების ნაცვლად მიიღოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება. 6. დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 47. მსჯავრდებულის საოჯახო პაემანი 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი . 2. მსჯავრდებულს საოჯახო პაემანი მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან. 3. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით. 4. საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ დაწესებულებას წერილობით უნდა ეცნობოს 5 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5 . დაწესებულება საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რომლის თაობაზედაც განმცხადებელს იმავე დღეს უნდა ეცნობოს. 6 . საოჯახო პაემანი გრძელდება არაუმეტეს 3 საათისა. 7. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს. 8. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
მუხლი 48. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი ვიდეოპამნი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 49. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა 1. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებით. 2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი, განისაზღვრება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 50. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის №187 ბრძანებით.
მუხლი 51. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, აგრეთვე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა. 2. თავისუფალ დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა დებულებით დადგენილი წესით ეძლევა რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით, დაწესებულებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით. 4. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ჩამოართვას მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა.
მუხლი 52. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ დებულებით გათვალისწინებულ პაემნებში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. 5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება. 6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები. 7. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები. 8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას. 9. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ დამცველს/ადვოკატს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული დამცველი/ადვოკატი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. 10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, დამცველის/ადვოკატის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს. 11. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 53. სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს. 2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ. 3. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან. 4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს პატივისა და ღირსების შეულახავად. 5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. 6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები. 7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას. 8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში. 9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე. 10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრაზე მოსული პირის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება 1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება. 2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), აგრეთვე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. არასრულწლოვანისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. 5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. 6. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით. 8. დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები. 9. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი. 10. დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს საატესტაციო ორგანო. 11. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულის ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.
მუხლი 55. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომა და სამუშაოზე განაწილება 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას. 2. ბრალდებული და მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში. 3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ, მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულების მომზადება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი (არაბრალდებული, არამსჯავრდებული). 4. საწარმოსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც აისახება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს დაწესებულების მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო. 6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს. 8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს. 9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა. 10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუშაობა განისაზღვრება დებულების დანართი №6-ის შესაბამისად. 11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებით დადგენილი წესით.
თავი V სამედიცინო მომსახურების ორგანიზება მუხლი 56. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები. 3. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც. 5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე. 6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დირექტორს. 7. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა. 8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საცხოვრებელ სექტორში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების თანამშრომლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. 11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი. 13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო. 14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება. 15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 57. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება 1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს: ა) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე; ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულების დირექტორს. 4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.
მუხლი 58. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება 1. თუ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
თავი VI მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია
მუხლი 59. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია 1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისათვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება. 2. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს: ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სარეაბილიტაციო პროგრამები; გ) მსჯავრდებულთა დასაქმება; დ) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა; ვ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
მუხლი 60. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები 1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია: ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება; ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა; გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება; დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება; ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია. 2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.
მუხლი 61. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება 1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში სოციალური განყოფილების უფროსთან ერთად. 2. დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს. 3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით. 4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით. 5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
თავი VII დაწესებულებაში შესვლა
მუხლი 62. დაწესებულებაში შესვლის უფლება 1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით. 2. სამინისტროს მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის ერთჯერადი ნებართვით ან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით. 3. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე. 4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი. 5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
მუხლი 63. დაწესებულებაში შესვლის წესი 1. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში - გუშაგი) გამშვებ პუნქტზე გაატარებს: ა) სამინისტროს, დეპარტამენტისა და დაწესებულების მოსამსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით; ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით; გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს დაწესებულების მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვი. დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას: ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს; ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ; გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში; დ) სთავზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები, გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით); ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი. 3. პირებს, რომლებიც შედიან დაწესებულებაში, გუშაგი ართმევს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შემსვლელ პირს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე. 4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, გუშაგი, დაწესებულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. 5. დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი №5-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა. 6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები. 7. დაწესებულებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში სტუმრები შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურეთა თანხლებით. 8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს გარე დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 64. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი 1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; ე) საქართველოს სახალხო დამცველი; ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. 2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VIII მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 65. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი 1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს. 3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში. 5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 66. საჩივრის შეტანის უფლება 1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და პატიმრობის კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად სხვა მსჯავრდებულებთან ერთად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. 3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში. 4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ: ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები; ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 67. საჩივრის ადრესატი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს. 4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 68. საჩივრის შეტანის წესი 1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკის კონსულტაცია. 2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით. 3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 69. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა 1. დაწესებულებამ ბრალდებულის/მსჯავრდებული მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა. 2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო. 3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.
მუხლი 70. საჩივრების ყუთი 1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. 2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“. 3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს. 4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან სოციალურ დარგში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით. 5. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია. 7. დაწესებულების სოციალური მუშაკი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას. 8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.
მუხლი 71. საჩივრის წარდგენის ენა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 72. კონფიდენციალური საჩივარი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. 2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი. 3. დაწესებულების სოციალური მუშაკი და ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები არ არიან ვალდებული უზრუნველყონ იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვა, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
მუხლი 73. საჩივრის გადაგზავნის წესი 1. ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს. 2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს. 3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი. 4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 74. საჩივრის განხილვის ვადები 1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 75. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები 1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. 2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 76. საჩივრის განხილვის შედეგები 1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი იღებს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 2. საჩივრის განხილვის შედეგები ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. 3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. 4. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 77. გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 78. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა (შემდგომში - დისციპლინა) არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 79. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ფორმები 1. მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; დ) პირადი ტელევიზორით, კომპიუტერით ან რადიომიმღებით სარგებლობა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ვ) დამატებითი საოჯახო პაემანი; ზ) დამატებითი ვიდეოპაემანი; თ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ი) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით. 2. შესაბამისი ორგანოს თანხმობით, ბრალდებულის მიმართ დაწესებულებამ შესაძლებელია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.
მუხლი 80. დისციპლინური დარღვევა 1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა; დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით; ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა; ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა; ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა; კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საცხოვრებლიდან სხვა საცხოვრებელში ან დაწესებულების გარეთ; მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა. 2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე. 3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა/ ტექნიკა. 4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს. 6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 81. დისციპლინური სახდელი 1. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; კ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ. 2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 82. დისციპლინური სამართალწარმოება 1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. 2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის გამართვამდე განემარტება უფლება (დებულების დანართი №10. ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის შემთხვევაში - (დებულების დანართი №9)), მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირი ადგენს ოქმს. 5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. 9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას. 10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დებულების დანართი №11).
მუხლი 83. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვა 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური საქმის განხილვისას ვრცელდება ამ დებულების 82-ე მუხლის მოთხოვნები ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში. 3. ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომის, ჩანაწერების გაკეთების და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება. 4. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.
მუხლი 84. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ 1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. 2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. 3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება (დანართი №12) უნდა შეიცავდეს: ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო; ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა. 6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს. 7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. 8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 85. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას. 2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე ან აღსრულების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრამდე.
მუხლი 86. მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას 1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი. 3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი. 4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. 5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
მუხლი 87. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი როგორც წესი მოთავსებულია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ერთად. 2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში. 3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა. 4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. 5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.
მუხლი 88. სამარტოო საკანში მოთავსება 1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება. 3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა. 5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში. 6. დაწესებულების დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 89. დისციპლინური დარღვევების პრევენცია 1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად. 3. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი XI ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 90. ბრალდებულის გათავისუფლება ბრალდებულის გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 91. მსჯავრდებულის გათავისუფლება 1. მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა. 2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება. 4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას. 5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე. 6. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. 7. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს 8. დაწესებულება ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას.
თავი XI სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება მუხლი 92. სამორიგეო ცვლა 1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24 საათიანი) ჯგუფების ერთობლიობა. 2. სამორიგეოს ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ: ა) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას; გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პაემნებისა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმებას; ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას; ვ) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას; ზ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციების და დებულების დაცვაზე კონტროლს; თ) საკნების ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. 3. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 4. თუ ოპერატიული მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დაწესებულების დირექტორთან შეთანხმებით დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები. 5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის. 6. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება. 7. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე - ოპერატიულ მორიგესთან. 8. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. 9. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბთან.
მუხლი 93. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება 1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს. 2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს. 3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ოპერატიული მორიგე თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას. 4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში. 6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად. 7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას. 8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად. 9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. 10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგეს ხელმძღვანელობით ხორცილდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ. 11. პირველ რიგში ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას. 12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად: ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარებები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები; ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები: ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს; ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს. 13. საკომუნიკაციო შახტის კარებები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარებები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში. 14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ: ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის; ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის კარებს და საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც: ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას; ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტრო-ტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. 15. შესაბამისი დანაყოფების წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს (დანაყოფების მიხედვით), კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარებები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმები. 16. შემოწმების შედეგები აისახება შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს. 17. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საკანში. 18. საკნების და ბრალდებულების/მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან. 19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს. 20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმისა დარგში დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს. 21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება. 22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იბარებს საკნისა და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს და ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება. 23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები - წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს. 24. წინა ცლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე. 25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს. 26. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს. 27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებს.
მუხლი 94. საღამოს შემოწმება 1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საკანში. 2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საკანი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში. 3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით. 4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადათვლისა და საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ: ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს; ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს. 6. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარებები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ. 7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმღვანელობს ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 95. სარეზერვო ჯგუფი 1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი. 2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება ოპერატიული მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით. 3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს; ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას; 4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს; ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების დათვალიერებაში. გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებები.
მუხლი 96. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის 1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულნი იქნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად დაწესებულების დირექტორის დავალებით. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები. 4. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულნი იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში. 5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა), დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით
დებულების დანართი №1
ჩამონათვალი იმ საკვები პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. სატრანსპორტო საშუალებები. 4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები. 6. ოპტიკური ხელსაწყოები. 7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. 8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი. 9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 10. გადასამრავლებელი აპარატები. 11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი. 12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 13. ბანქო. 14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები. 15. მობილური ტელეფონები. 16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა). 17. კომპასები. 18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი. 19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
შენიშვნა: მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს აკრძალულ ნივთს ან/და ნივთიერებას.
დებულების დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. საკვები პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა); 2. თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა). 3. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა. 4. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 5. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 6. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 7. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 8. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 9. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 11. რვეული – ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს. 12. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა. 13. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას). 14. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა. 15. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 16. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
დებულების დანართი №3
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. საკვები პროდუქტები. 2. უალკოჰოლო სასმელი. 3. თამბაქო და ასანთი. 4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები. 5. საცვლები (თბილი და უბრალო). 6. წინდები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები. 7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, 8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი,. 9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში). 10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები. 11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი. 12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები. 13. ლიტერატურა. 14. ჟურნალ-გაზეთები. 15. სპორტული ტანსაცმელი. 16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები. 17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. 18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით). 19. ტელევიზორები, რადიომიმღებები. 20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით). 21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).
დებულების დანართი №4
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შეიძლება ამანათის სახით - ფოსტის მეშვეობით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა. 2. მინერალურიწყალი – ქარხნული წესით დალუქული ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა. 3. სეზონური ტანსაცმელი: მუქიფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 5. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 6. საცვალი (ტრუსი) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 7. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის, მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 9. თავსაფარი არაუმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა 10. მარლა, ჰიგიენურ იპაკეტი ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმისსამაგრი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არაუმეტეს 1 ლიტრისა. 11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 12. რვეული – ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს. 13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა. 14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას). 15. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.
დებულების დანართი №5 განცხადება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის/გზავნილის გადაცემის შესახებ
დაწესებულების დირექტორს ბატონ/ქალბატონ -------------------------------------------- განმცხადებლის გვარი, სახელი -------------------------- დაბადების წელი --------------------------------(განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------- ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი ----------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------- საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ დაწესებულებაში განთავსებულია (ბრალდებული/მსჯავრდებული) ---------------------------- ------------------------------------ რომელიც არის ჩემი -------------------------------------------------------------------------- გთხოვთ მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნულ ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) -------------------------------- (მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული. ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების პირველი და მეორე დანართებით დადგენილ ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არ დევს ამანათში/გზავნილში. გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის. --------------------------------------------------------------- განმცხადებლის ხელმოწერა „–––“ „ ––––––“ 20 წ. გთხოვთ მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ --------------------------------------- ამანათი/გზავნილი შემოწმებულია ჩემს მიერ და შეესაბამება დებულების დანართი №2-ით განსაზღვრულ ჩამონათვალს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად და ამ განცხადებაში აღნიშნულ ამანათში/გზავნილში მოთავსებული ნივთებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით ------------------------------------------------------------------------------ ამანათის/გზავნილის შემოწმებაზე უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა „––“ „––––––––“ 20 წ.
მივიღე განცხადებაში მითითებული ნივთები და საკვები პროდუქტები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა „––“ „––––––––“ 20 წ.
დებულების დანართი №6
იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუშაობა
1. მუშაობა ნებისმიერ საჯარო სამსახურში. 2. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია გარე დაცვის სამსახურისა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები. 3. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი. 4. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი. 5. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან. 6. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა. 7. მუშაობა მსჯავრდებულისათვის დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით. 8. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა. 9. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად.
დებულების დანართი №7 ჩამონათვალი იმ საკვები პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. სატრანსპორტო საშუალებები. 4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები. 6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი. 7. ოპტიკური ხელსაწყოები. 8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა). 9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. 10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე. 11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 12. გადასამრავლებელი აპარატები. 13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები. 14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა). 16. ბანქო. 17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები. 18. მობილური ტელეფონები (მათ შორის მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები). 19. კომპასები. 20. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები. 21. საღებავები და კოპირების ქაღალდები. დებულების დანართი №8
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი
„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ მ/წლის „––––––“–––––––––––––––– ––––––––––(საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა): 1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მსჯავრდებულის სახელი, გვარი,მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––– დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დარღვევის შინაარსი: ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი) დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი) დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი: 1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სხვა ინფორმაცია: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით : 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დებულების დანართი №9
დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულება
„ ––––––– “ ––––––––––––––––––––––––––––––– სთ 20 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულება --------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------- (დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)
ბრალდებულ/მსჯავრდებულ--------------------------(სახელი, გვარი,მამის სახელი) დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემდეგ გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: უფლება აქვს მისცეს ახსნა–განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ დარღვევის საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ, ზეპირი მოსმენის დროს დაჯდომის და ჩანაწერების გაკეთების, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი _________ დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________ დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________ დიახ/არა
ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას _________ დიახ/არა
გავეცანი და ვადასტურებ ხელისმოწერით:
_____________________________________________________________________________________ მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
უფლებები გავაცანი და ოქმი შევადგინე: ____________________________________________________________________________________ დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
შენიშვნა: დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება დაერთვის ოქმს
დებულების დანართი №10
დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ
სხდომა დაიწყო ––––––––– სთ დამთავრდა –––––––– სთ
სხდომის მდივანი (შემდგენი) ––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა)
ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი,გვარი მამის სახელი) მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
სხდომას ატარებს: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა)
სხდომაზე გამოცხადდნენ: ბრალდებული/მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი,გვარი მამის სახელი)
ადვოკატი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი,გვარი მამის სახელი)
მოწმე–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი,გვარი მამის სახელი)
დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი,გვარი მამის სახელი)
ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებული/მსჯავრდებული: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამცველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმი შევადგინე
------------------------------- /------------/ ოქმის შემდგენი პირი ხელმოწერა დებულების დანართი №11
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ დირექტორის განკარგულება №
20 „–––“––– „––––––––––––––––––“ ––––––––––––სთ №––––––– –––––––––––– (გამოცემის დრო)
№5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა –––––––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით/ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის დგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი: 1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები .
დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და №5 პენიტენციური დაწესებულების დებულებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულ _______________________________ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური სახდელის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთვებაბრალდებულის/მსჯავდებულის პირად საქმეს. 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსულებას. 4. განკარგულება შესაძლოა ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წესით რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ________________________ _______). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
დაწესებულების დირექტორი ___________________________ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები