დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016791 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIX თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი ან თავისუფლებააღკვეთილი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით. 6. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები