„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 907
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017397
907
27/04/2023
ვებგვერდი, 27/04/2023
100020020.22.027.017397
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №907

2023 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016531) დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები:

„11. დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა გადაყვანიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში ფასდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეები.

12. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებით შეიძლება შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ.

13. დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტაციის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყვეტს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში/შიდა კლასიფიკაციის საკანში დაბრუნების საკითხს. თუ დასკვნა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას, შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესებულების დირექტორის მიმართვის საფუძველზე, ამავე ვადაში იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი.

14. თუ მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაცია ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიისთვის მიმართვას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, დაწესებულების დირექტორი ამ მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს კომისიას. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. ამ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახის დატოვება ხდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მათ შორის, ამ მუხლის 11–13 პუნქტების შესაბამისად მიმდინარე ღონისძიებების პროცესში. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.“.

მუხლი 2
2023 წლის 1 სექტემბრამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესაფასებლად სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეების სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადება.
მუხლი 3
 1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე