დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016854 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.“. 2. მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დაწესებულების მისამართია გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“. 4. მე-8 მუხლის: ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა;“; ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;“. 5. მე-9 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;“. 6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება; ბ) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის პატიმრობის/სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაფრთხილება დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა; ე) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის ორგანიზება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა; ი) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი; კ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება; ლ) დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; ნ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლი; ო) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი; პ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება; ჟ) დაწესებულებაში არსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი; რ) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა; ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნების, სხვა სივრცეების, სათავსებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის დახასიათების შევსება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ქ) დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა; ყ) დაწესებულების დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია; შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.“. 8. მე-15 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა.“; გ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალება ბრალდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (შემდგომში – აკრძალული ნივთები), ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამის ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს ამანათის სახით, ამანათის სახით – ფოსტის მეშვეობით მიიღოს, მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან ბრალდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. 18. ბრალდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება ბრალდებულს.“; დ) მე-18 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი: „181. თუ ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“; ე) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“. 9. მე-16 მუხლს: ა) მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი: „161. თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“; ბ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი: „26. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“. 10. 22-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) აბაზანაში გაყვანისას;“; ბ) მე-8 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);“. 11. 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“. 12. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) პაემნით (ბრალდებული – ხანმოკლე პაემნით, მსჯავრდებული – ხანმოკლე, საოჯახო, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით), სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით. ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით; ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით (არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში კვირაში არანაკლებ 4 საათისა); ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; დ) დაწესებულების დირექტორის ნებართვით ჰქონდეს და ისარგებლოს მაცივრით (დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს); ე) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია; ვ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი; ზ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით; თ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან; ი) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით; კ) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები; ლ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ; მ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება; ნ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით); ო) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. მსჯავრდებული, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. 4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები; ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება; გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს; დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება: ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია; გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება; დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას; ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები; ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები; ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები; თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს; ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები; კ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან; ლ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი; მ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს; ნ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი; ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში; პ) სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები; ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები; რ) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა; ს) დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები; ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში; უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ; ქ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.“. 13. 36-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/ მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საცხოვრებელი.“. 14. 38-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს.“. 15. მე-40 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) სასამართლო; ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) საქართველოს სამინისტრო; თ) პენიტენციური დეპარტამენტი; ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი; კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი; მ) პროკურორი; ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო; ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას; პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას. ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.“; ბ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. 18. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა ამ მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“. 16. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“. 17. 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“. 18. 43-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. 16. ხანმოკლე პაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.“. 19. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი: „461 მუხლი. მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით დადგენილი წესით.“. 20. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. მსჯავრდებულის საოჯახო პაემანი 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი. 2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება. 3. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არ არის. 4. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე ან მსჯავრდებულს წერილობით აცნობებს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ. 7. დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. 8. საოჯახო პაემანი გრძელდება არაუმეტეს 3 საათისა. 9. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს. 10. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 21. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით. 2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით.“. 22. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი: „491 მუხლი. დაწესებულების დატოვება ბავშვის მონახულების გამო 1 . ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა დაწესებულება, უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება, თუ არ არსებობს დაწესებულების დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი დღის ათვლა იწყება დილის 10:00 საათიდან და მთავრდება მომდევნო დღის დილის 10:00 საათზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 4. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების დასაწყისი და დასასრული, ასევე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებაში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 6. გადაწყვეტილების ასლს მსჯავრდებულს გააცნობს დაწესებულების შესაბამისი სამსახური, რასაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ მიეცემა დაწესებულების დატოვების უფლება. 7. მსჯავრდებულის მოწმობას დაწესებულების დატოვების თაობაზე (დებულების დანართი №12) ავსებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო დედანი მოთავსდება მსჯავრდებულის პირად საქმეში. მსჯავრდებული ვალდებულია გაეცნოს მოწმობის უკანა მხარეს არსებულ გაფრთხილებას და ხელმოწერით დაადასტუროს შინაარსის გაცნობა. 8. დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაფრთხილდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. 9. დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს დაწესებულებაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. 10. ქალი მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) ქალი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) ქალი მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 11. ქალ მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დატოვა დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. 12. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, მსჯავრდებულმა დაარღვია დაკისრებული მოვალეობები ან მისი ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, აღნიშნული დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც უფლებამოსილია მსჯავრდებულს შეუჩეროს დაწესებულების დატოვების უფლება. 13. თუ დეპარტამენტის დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეჩერების შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 1 თვის შემდეგ. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების ხელახლა მიღების საკითხი განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.“. 23. 51-ე მუხლის: ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. 3. დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ან ბრალდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა ან ბრალდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.“. 24. 54-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 25. 56-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საკანში/საერთო საცხოვრებელში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების თანამშრომლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 26. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.“. 27. 62-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“. 28. 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“. 29. 72-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში. 5. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“. 30. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.“. 31. 81-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 32. 84-ე მუხლს მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“. 33. 86-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“. 34. 88-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.“. 35. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 89. დისციპლინური დარღვევების პრევენცია 1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად. 2. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.“. 36. 91-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.“; ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 8. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“. 37. დებულების დანართი №2-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.“. 38. დებულების დანართი №4-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.“. 39. დებულების დანართი №11-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დებულების დანართი №12: „დებულების დანართი №12
მსჯავრდებულის მოწმობა დაწესებულების დატოვების შესახებ
20__ წლის „____“ „____________“ №5 პენიტენციური დაწესებულება
მსჯავრდებულის:
სახელი ____________________________________________________________
გვარი _______________________________________________________________
პირადი ნომერი _____________________________________________________
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი _______________________
პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი ________________________________________________________________
დანიშნულების ადგილი ______________________________________________ (ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი) _____________________________________________________________
დაწესებულების დატოვების დრო ________________________________________ (თვე, რიცხვი, საათი)
მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს ____________________________ (დაწესებულებაში დაბრუნების თარიღი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების შესაბამისად)
დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი და ხელმოწერა _________________________________________ _________________________________________
ვადასტურებ, რომ გავეცანი პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის 33 – 36 ნაწილებითა და დაწესებულების დებულების 491 მუხლით დადგენილ წესს და გაფრთხილებული ვარ, რომ: 1. დაწესებულების დატოვებისას ერთი დღის ათვლა იწყება დილის 10:00 საათიდან და მთავრდება მომდევნო დღის დილის 10:00 საათზე. 2. დაწესებულების დატოვების შემდეგ ვალდებული ვარ, დაწესებულებაში დავბრუნდე დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. 3. დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოიწვევს ჩემ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის ჩემთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც დაადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) დადგენილი რეჟიმის დარღვევა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც დაადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამოიწვევს ჩემ მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების დატოვების უფლებით სარგებლობისას, ჩემ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, დავარღვიე დაკისრებული მოვალეობები ან ჩემი ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორის შეტყობინების საფუძველზე დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია შემიჩეროს დაწესებულების დატოვების უფლება. 6. ჩემ მიერ პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის 33 - 36 ნაწილებისა და დაწესებულების დებულების 491 მუხლით დადგენილ წესის დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინის დარღვევად და სათანადო დადასტურების შემთხვევაში გამოიწვევს ჩემ მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა _________________________________________ _________________________________________“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები