დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016759 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016531) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-15 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულს წერილობით გააცნობს პატიმრობის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი.“. 2. მე-16 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი.“. 3. 22-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით, საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან გაუსვლელად.“; ბ) მე-8 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ;“; გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, პირადი სრული შემოწმება ხორციელდება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს განახადებს სკანერით შემოწმებაზე ექვემდებარება შემოწმებას ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.“. 4. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) პაემნით (ბრალდებული – ხანმოკლე პაემნით, მსჯავრდებული – ხანმოკლე, საოჯახო, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით), სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით.“. 5. მე-40 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპოდენცის გაგზავნა აკრძალულია.“. 6. 79-ე მუხლს პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;“. 7. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიანი) ჯგუფების ერთობლიობა. 2. სამორიგეოს ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ: ა) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას; გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პაემნებისა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმებას; ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას; ვ) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას; ზ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციების და დებულების დაცვაზე კონტროლს; თ) საკნების ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 3. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 4. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 5. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დაწესებულების დირექტორთან შეთანხმებით დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები. 6. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის. 7. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება. 8. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – ოპერატიულ მორიგესთან. 9. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. 10. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 11. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებასთან.“. 8. 93-ე მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას. 4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე კორპუსის ოფიცრებთან ერთად, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის დარგში დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), კორპუსის ოფიცრებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად. 7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.“ გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრების, მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ. 11. პირველად მოწმდება დაწესებულების სივრცეები. შემოწმებაში მონაწილეობენ წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორი. შემოწმებისას წინა ცვლის ერთ-ერთი ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას. შემოწმების დასრულების შემდგომ, წინა ცვლა ახალ ცვლას გადააბარებს შემოწმებულ სივრცეებს.“; დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნების/საერთო საცხოვრებლების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ: ა) საკნის/საერთო საცხოვრებლის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის; ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის/საერთო საცხოვრებლის კარებს, ბრალდებული/მსჯავრდებული გამოდის საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან და საკანში/საერთო საცხოვრებელში შედიან წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც: ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას და ახდენენ მათი რიცხოვნობის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას; ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტრო-ტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.“; ე) მე-17 – 21-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. საკნიდან/საერთო საცხოვრებელიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საკანში/საერთო საცხოვრებელში. 18. საკნების/საერთო საცხოვრებლების და ბრალდებულების/მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან. 19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში/საერთო საცხოვრებელში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგე ახალი სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს გადასცემს სასამართლო პროცესზე გამოძახებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემებს, ხოლო პროკურორის, გამომძიებელის, ადვოკატის, თარჯიმნის გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათები მათ მიერ დაწესებულებაში შემოსვლისთანავე გადაეცემა ინსპექტორ-კონტროლიორს, რომელიც დღის ბოლოს გადასცემს სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას პირად საქმეში ჩასაკერებლად. 20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში/საერთო საცხოვრებელში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმისა დარგში დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს. 21. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე კორპუსის ოფიცერთან ერთად წინა ცვლის ოპერატიული მორიგისგან და კორპუსის ოფიცერისგან იბარებს საკნის/საერთო საცხოვრებელის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, საკნის/საერთო საცხოვრებელის და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.“; ვ) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს ; ზ) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები და მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის კორპუსის ოფიცერი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას. 24. წინა ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები და მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.“. 9. 94-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საკანში/საერთო საცხოვრებელში. 2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საკანი/საერთო საცხოვრებელი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში. 3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა კორპუსის ოფიცრების, მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.“. 10. 95-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი. 2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი და რომელიც ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს ან/და ოპერატიული მორიგის თანაშემწეს და მოქმედებს მისი მითითებით.“; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების/საერთო საცხოვრებლების დათვალიერებაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები