დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016734 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016531, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 ქვეპუნქტები: „81. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს. 82. ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.“.
2. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ქვეპუნქტები: „61. დაწესებულებაში ისეთი მსჯავრდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს. 62. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა მსჯავრდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები