სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 04/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.10.003.000.752
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
111
30/05/2007
სსმ, 78, 04/06/2007
340.140.000.10.003.000.752
სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (04/06/2007 - 27/06/2007)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №111

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

1. ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი (დანართი №1);

ბ) სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2).

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დანართი №1

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სურსათისა და ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა მიზნად ისახავს პოტენციური საფრთხის შეფასებით მომხმარებელთა ნდობის ამაღლებას, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების განმარტებებია:

ა) ჰიგიენური სერტიფიკატი (ჰიგიენური დასკვნა) – სურსათის/ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ჰიგიენური შეფასება – სურსათის/ტარის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სურსათის/ტარის იდენტიფიცირება, ლაბორატორიული გამოცდის შედეგებისა და ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, შესწავლა და შეფასება;

გ) ერთგვაროვანი სურსათი – ერთი და იმავე ნედლეულისაგან დამზადებული და გამოშვებული ერთი ან მეტი დასახელების (კატეგორიის) სურსათი, რომელიც იწარმოება ერთნაირი მეთოდებით, ტექნოლოგიური აღჭურვილობით, მოწყობილობებით, და რომელთა უვნებლობის მაჩვენებლები არის იდენტური;

დ) ტარა – დაფასოებისათვის გამოყენებული შესაფუთი, დამხმარე მასალები და მათგან დამზადებული ნაკეთობები, რომელიც უშუალო კონტაქტშია სურსათთან წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისას გარეშე ზემოქმედებისაგან სურსათის დასაცავად მისი ხარისხისა და სასაქონლო სახის შესანარჩუნებლად.

    მუხლი 3. ჰიგიენური სერტიფიკატის გამოყენების სფერო

1. ჰიგიენური სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება განმცხადებლის (მწარმოებლის/დისტრიბუტორის, ექსპორტიორის) ინიციატივით.

2. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა როგორც დაფასოებულ, ისე დაუფასოებელ სურსათზე.

    მუხლი 4. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა

1. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა და დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების განხილვისა და შეფასების საფუძველზე.

2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა პარტიაზე.

3. სურსათის/ტარის ჰიგიენურ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური).

    მუხლი 5. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება, რომელშიც მიეთითება ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტის შესახებ;

ბ) დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ოქმი;

გ) სურსათის/ტარის გამოყენებისა და აკრძალვის სფეროს დახასიათება.

2. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

3. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაცია თარგმანის შემთხვევაში დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულისა და ობიექტურობისათვის პასუხისმგებელია განმცხადებელი.

    მუხლი 6. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა

1. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის განხილვა მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ხორციელდება განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და აცნობებს განმცხადებელს წერილობით. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამსახური წარმოდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილვევლად. დოკუმენტაციის განმეორებითი განხილვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. გადაწყვეტილებას, ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი სახით, უარის საფუძვლის მითითებით.

4. ერთგვაროვან სურსათზე გაიცემა ერთი ჰიგიენური სერტიფიკატი.

5. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა სურსათის/ტარის ვარგისიანობის/რეალიზაციის ვადის გათვალისწინებით.

6. სურსათის/ტარის ერთგვაროვანი პროდუქციის ყოველი პარტიის ჰიგიენურ სერტიფიკატთან შესაბამისობისათვის პასუხისმგებელია მწარმოებელი.

7. დაუშვებელია სამსახურის მიერ ჰიგიენური სერტიფიცირების განხორციელების შედეგად მოპოვებული კომერციული საიდუმლოს გაცემა.

8. ჰიგიენური სერტიფიკატი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და ივსება 2 ეგზემპლარად (დანართი №2).

9. სამსახური აწარმოებს ჰიგიენური სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრს.

10. ჰიგიენური სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში სურსათის ექსპორტირებამდე სამსახური გასცემს ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს შესაბამისი განცხადების საფუძველზე 2 დღის ვადაში.

11. ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.

12. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა მოსაკრებლის გარეშე.

13. ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე დადგინდება სურსათის/ტარის შეუსაბამობა უვნებლობის მოთხოვნებთან.

14. ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი და ეცნობება ჰიგიენური სერტიფიკატის მფლობელს.

15. გადაწყვეტილების მიღებიდან ჰიგიენური სერტიფიკატი დაუყოვნებლივ უბრუნდება სამსახურს.

    მუხლი 8. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) ამ დებულების მე-5 მუხლით წარმოსადგენი დოკუმენტაციის გაყალბება;

ბ) არასწორად წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობა.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულება

სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა

დაცვის ეროვნული სამსახური

Ministry of Agriculture of Georgia

National Service of Food Safety, Veterinary and Plant Protection

ჰიგიენური სერტიფიკატი

Hygienic Certificate

№                                                                              „                “ 200 წელი/ Year

დასახელება

 Product ........................................................................................................................

სურსათის/ ტარის დასეხელება, პარტიის ნომერი

Food, Name of food packing material, number of consignment

.........................................................................................................................................

დამამზადებელი

Manufacturer...................................................................................................................

ფირმის და ქვეყნის დასახელება Name of the firm and country

მიმწოდებელი

Deliverer..........................................................................................................................

ფირმის და ქვეყნის დასახელება Name of the firm and country

განმცხადებელი

Applicant.........................................................................................................................

ფიზიკური/იურიუდიული პირის დასახელება და მისამართი

Name of the organization and legal address

დამზადებული (მიღებული) შესაბამისად

Manufactured (accepted) according to ….......................................................................

საქართველოში წარმოებული პროდუქციის

.........................................................................................................................................

დოკუმენტაციის დასახელება, importirebuli პროდუქციის რეკვიზიტები

Name of the normative documentation, requisites of imported production

პროდუქცია შეესაბამება

Product corresponds to ….............................................................................................

დოკუმენტაციის დასახელება

Name of the normative documentation

.......................................................................................................................................

მსტ, სსტ და სხვა დოკუმენტაცია

MST, SST and other normative documentation

........................................................................................................................................

დაშვებულია გამოყენებისათვის, მიწოდებისა და რეალიზაციისათვის, როგორც

it approved for use, delivery and realization as

.........................................................................................................................................

.........................................................................................................................................

ჰიგიენური დახასიათება

The Hygienic Description

მაჩვენებლები (ფაქტორები)

Indices (Factors):

ჰიგიენური სერთიფიკატის გაცემის საფუძველი (დოკუმენტების ჩამონათვალი)

Basis for the Issuance of Hygienic Certificate (list of documents)

.........................................................................................................................................

.........................................................................................................................................

.........................................................................................................................................

.........................................................................................................................................

.........................................................................................................................................

გამოყენების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის დროს უსაფრთხოების დაცვის წესები

Security Rules For Use, Storage, Transportation and Utilization

...........................................................................................................................................

............................................................................................................................................

გამოყენების სფერო..........................................................................................................

                                                                                                                Usage Sphere

............................................................................................................................................

ჰიგიენური სერთიფიკატი ძალაშია

The Hygienic Certificate Valid................................................................................................

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა

დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი

Ministry of Agriculture of Georgia

Head of the National Service of Food Safety, Veterinary and Plant Protection

................................................................................x.m

ბ.ა.